spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"რაღაც ვირეშმაკულ თამაშთან გვაქვს საქმე, რომელიც შეიძლება ამ...

“რაღაც ვირეშმაკულ თამაშთან გვაქვს საქმე, რომელიც შეიძლება ამ თამაშის მომწყობების კონტროლიდან გამოვიდეს” – ნიკოლოზ ვაშაკიძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებას ახდენს პარტია “ევროპელი დემოკრატების” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე:

ვითარება საზოგადოებაში ძალიან დაძაბულია. ცოტა მიწყნარებულზე ჯერ ღარიბაშვილის უაღრესად აგრესიული ინტერვიუ შემოაგდეს და შემდეგ კობახიძის კიდევ უფრო აგრესიული განცხადება. ახლა ალტინფომ პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოგლიჯა და დაწვა. შეუფერხებლად.

ცხადია, რომ ალტინფო ამას ხელისუფლებასთან შეთანხმების, ან, უფრო სწორად,მისგან დავალების გარეშე, არ გააკეთებდა. პრაქტიკულად, ოდნავ მინავლებულ ცეცხლზე ფიჩხების და შეშის შეყრა ხდება.

თუ გავითვალისწინებთ, ასევე, იმას, რომ ის ავადსახსენებელი კანონპროექტი, რომელმაც ააფეთქა ქვეყანაში სიტუაცია, არანაირ გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა და, თანაც, სახელწოდებაც ხაზგასმით პროვოკაციული ჰქონდა შერჩეული, მარტივად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხელისუფლება შეგნებულად ახდენს ქვეყანაში დესტაბილიზაციას.

საკითხავია, რატომ? რაღაც ვირეშმაკულ თამაშთან გვაქვს საქმე, რომელიც შეიძლება ამ თამაშის მომწყობების კონტროლიდან გამოვიდეს. რამდენ მავნებლურ და უპასუხისმგებლო ექსპერიმენტს უნდა გაუძლოს ამ საწყალმა ქვეყანამ?” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკოლოზ ვაშაკიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...