spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებინანა ტოხვაძე - "ხმა უნდა ავიმაღლოთ, რადგან "რუსული...

ნანა ტოხვაძე – “ხმა უნდა ავიმაღლოთ, რადგან “რუსული კანონი” საფრთხეს უქმნის განათლების ხარისხს”

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი და განათლების მიმართულების ხელმძღვანელი “აგენტების კანონის” საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ნანა ტოხვაძე განათლების სფეროს წარმომადგენლებს მიმართავს და იმ დადებით შედეგებს ახსენებს, რასაც განათლების სფერო დღემდე წარმატებით იყენებს:

რადგან განათლება პირველ რიგში ის ღირებულებები და ფასეულობებია, რომლებსაც ვემსახურებით, მინდა მივმართო საგანმანათლებლო სფეროში ჩართულ ადამიანებს – მასწავლებლებს, პროფესორებს, სტუდენტებს, მშობლებს, ყველას, ვისაც უსარგებლია იმ სიკეთეებით, რაც საერთაშორისო დონორებსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მოაქვთ ჩვენს პროფესიულ ცხოვრებასა და განვითარებაში. აიმაღლონ ხმა და დაგმონ საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნება.

დაგმონ კანონპროექტი, რომელიც ძირს უთხრის ჩვენს ევროპულ პერსპექტივას და შესაძლოა მიგვიყვანოს თავისუფლების დაკარგვამდე.

ხმა აიმაღლონ და უთხრან “არა” – ცოდნის, მომავლის, თავისუფლებისა და განვითარების ტოტალურ კონტროლს დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში!

გარდა იმისა, რომ კანონპროექტები ეჭვქვეშ აყენებს ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიერ ქვეყნის პროგრესისთვის ათწლეულების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას, ამ ხალხს აცხადებენ აგენტებად და ეს არის რუსული პოლიტიკა! თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ თუ რამე გაკეთებულა საქართველოს სოფლებსა თუ რეგიონებში არაფორმალური თუ ფორმალური განათლების ხარისხის უზრუნველსაყოფად, სწორედ პარტნიორი ქვეყნების ფინანსური დახმარებით.

რომ არა საერთაშორისო პარტნიორები, როგორებიცაა: USAID, World Vision, Millenium – ჩვენ არ გვექნებოდა:

➢ რეაბილიტირებული და თანამედროვე ბაღები და სკოლები;

➢ მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების პროგრამები – 24 000 მასწავლებლისა და 1700 დირექტორის განმავითარებელი ტრენინ კურსები;

➢ სასწავლო ვიზიტები ევროპაში;

➢ კომპიუტერული ტექნიკა და საწავლო რესურსები სკოლებში;

➢ აღდგენილი მუზეუმები და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;

➢ ბიბლიოთეკები და სადისკუსიო სივრცეები ახალგაზრდებისთვის;

➢ სტუდენტთა გაცვლითი პროგრმები დასავლურ უნივერსიტეტებში;

➢ სამკითხველო და საკონფერენციო სივრცეები რეგიონებში;

➢ ადრეული და ინკლუზიური განათლების პროგრამები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის;

➢ დღის ცენტრები;

➢ არაფორმალური განათლების კლუბები;

➢ ჰუმანიტარული და გადაუდებელი პროგრამები (World Vision Georgia-ს პროგრამები გავრცელდა 1 046 500 ბავშვსა და ახალგაზრდაზე);

➢ USAID -ის სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომლმაც 1500-ზე მეტ სკოლას, 200 000 ზე მეტ მოსწავლეს და ათასობით მასწავლებელს მოუტანა სარგებელი;

➢ კოვიდ პანდემიისას ინერნეტზე წვდომა ათიათასობით შეჭირვებული მოსწავლისთვის;

➢ 140 მილიონი დოლარის გრანტი, რომლითაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერამ მოიცვა მთელი საქართველო. სკოლების ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოვლა-პატრონობის ჩათვლით;

➢ პროფესიული თუ უმაღლესი განათლების ახალი პროგრამების დანერგვა-განვითარება თუ ამ ინდუსტრიის მხარდაჭერა.

თითოეული დონორი ორგანიზაციის ჩართულობა მიზნად ისახავს ღარიბი და დაუცველი ადამიანების, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერასა და მათი შესაძლებლობების განვითარებას უთანასწორობის აღმოსაფხვრელად. ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო პირობებისა და ხარისხის გაუმჯობესებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

ამ პირობებში, „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი საფრთხეა ევროინტეგრაციის პროცესისთვის. კიდევ უფრო დიდი საფრთხეა ის საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც მხარს უჭერს ანტიკონსტიტუციურ, ანტიდასავლურ და ანტიდემოკრატიულ კანონს და ამ ნაბიჯით გვაკარგვინებს ევროპული სტანდარტით ცხოვრებისა და განვითარების პერსპექტივას. სწორედ ეს არის რუსული პოლიტიკა, რომელსაც ერთხმად უნდა გავემიჯნოთ!” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“სანამ ოპოზიციის ერთიანობაზე ვისაუბრებთ, კარგად უნდა გავიაზროთ, რა მოხდა წლინახევრის წინ” – ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკური ერთიანობის თემას, სოციალურ ქსელში, 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმიანება ჭავჭავაძის...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას საზოგადოებრივი სივრცე დესტრუქციული და ხელოვნურად გაღრმავებული პოლარიზაციისგან” – მამუკა მდინარაძე

18 მაისს, მთავრობის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...