spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ...

“ქართული ოცნების” ხელისუფლებისა და ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ გრძელდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის და ევროინტეგრაციის საბოტაჟი – ხატია დეკანოიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე პარლამენტში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მწვავე პოლიტიკურ შეფასებას აძლევს ,,ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ ე.წ. ,,უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ კანონპროექტს:

,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ გრძელდება საქართველოს კანდიდატის სტატუსის და ზოგადად, საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი.

რამდენიმე კვირის წინ ივანიშვილის დეპუტატების მიერ ე.წ. ,,ხალხის ძალა“, რომელიც არის, რა თქმა უნდა, ,,ქართული ოცნების“ განშტოება, დარეგისტრირებული იყო რუსული კანონპროექტი, რომელიც პირდაპირ უსპობს ყველანაირ “ჟანგბადს” სამოქალაქო საზოგადოებას და არასამთავრობო სექტორს.

ეს კანონპროექტი შეფასებული იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ, როგორც რუსული კანონპროექტი. ამას გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი, მათ შორის, სახელმწიფო დეპარტამენტი. ევროკავშირმა პირდაპირ თქვა, რომ ნებისმიერი კანონპროექტის სახეცვლილების მიღება, ძირს უთხრის საქართველოს ევროინტეგრაციას. ასევე, გუშინ იყო გაეროს განცხადება, რომელმაც პირდაპირ აღნიშნა, რომ მდგრადი განვითარება საქართველოში დადგება საფრთხის ქვეშ იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონპროექტი იქნება მიღებული.

დღეს, ბიუროზე რეგისტრირდება მეორე სახეცვლილება ამ კანონპროექტის, რომელიც ვითომ არის გაცილებით უფრო ხისტი ვარიანტი და ითვალისწინებს ფიზიკური პირების 5 წლით თავისუფლების აღკვეთას; ყველა ადამიანის მიმართ განხორციელებას პოლიტიკური ეგზეკუციის ნორმების.

რეალურად იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონპროექტის დარეგისტრირება ხდება დღეს, წინა და ამ კანონპროექტის, ასე ვთქვათ, ერთობლივ განხილვაში შევა საქართველოს პარლამენტი და უმრავლესობა – ეს არავითარ ცვლილებას არ მისცემს საზოგადოებას.

ხაზი მინდა გავუსვა ერთ რამეს, რომ “ხალხის ძალის” მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის ორივე ვარიანტი არის რუსული კანონი და პირდაპირ დესტრუქციას უწყობს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრაციას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...