spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"როცა კულტურის მინისტრად წოდებული წულუკიანი თავს ლაფს გასხამთ,...

“როცა კულტურის მინისტრად წოდებული წულუკიანი თავს ლაფს გასხამთ, ისეთი უსუსური ხართ, მრცხვენია რომ მთავარსარდალი გქვიათ” – თაკო ჩარკვიანი სალომე ზურაბიშვილს მიმართავს

კულტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციდან ნახატების გატანას ემოციური შეფასებებით ეხმაურება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი და სალომე ზურაბიშვილს კონკრეტულ ფაქტებს შეახსენებს:

მივმართავ პრეზიდენტ ზურაბიშვილს!

მე თქვენ ორჯერ შეგხვდით და ვისაუბრეთ, მინდა ობიექტურად ვთქვა, ვისაუბრეთ მთელი საათი, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. ვისაუბრეთ წარსულზე, აწმყოსა და მომავალზე. მას შემდეგ რამდენიმე განცხადება გააკეთეთ დასავლეთში თუ აქ – თითქოს წუხდით საქართველოს კურსს საშიშროება, საფრთხე ემუქრება (ხელისუფლებაში) გარკვეული ძალებისგანო, თითქოს წუხდით ზოგიერთი ხელს უშლის ქვეყნის დასავლეთით განვითარებასო. არცერთ ამ განცხადებას მოქმედება არ მოჰყოლია. ხან პეტიციით მოგმართეთ დეპუტატებმა, ხან ხელოვანებმა, ექიმებმა, მაგრამ თქვენგან ისმოდა მხოლოდ საკმაოდ უხერხული და პოლიტიკოსისთვის შეუფერებელი ფრაზა “არა და არასდროს”, ზუსტად ეს ის ფრაზაა, რომელიც არა და არასოდეს უნდა თქვას პოლიტიკოსმა და მით უფრო ქვეყნის პრეზიდენტმა მთავარსარდალი რომ გქვია.

განსაკუთრებით არ მჯეროდა, მას შემდეგ თქვენი, რაც ქვეყანას – საქართველოს, ომის დაწყებაში ბრალი დასდეთ.

როცა სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის გამო, უკვე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა, დასავლელი პოლიტიკოსები, მედია ალაპარაკდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის სააკაშვილის უმძიმეს მდგომარეობაზე და შესაძლო გარდაცვალებაზე, მაშინ ვიფიქრე ნუთუ ამ შანსს არ გამოიყენებს ქ-ნ ზურაბიშვილი – ამ შეწყალების ბერკეტს არ გამოიყენებდით, რომელიც ხელთ გიპყრიათ და ქვეყანას ისტორიულ სირცხვილს ააცილებდით. ნიკა გვარამიას გამოც მოგმართეთ საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა, ელჩებმა, (არადა კრიმინალი მკვლელები კი შეიწყალეთ) – არც აქ შეძელით რაიმე, არ და ვერ, ისევ თქვენი “ცნობილი თავზარდამცემი” გამონათქვამი რითიც ხალხს თავი დაამახსოვრეთ – “არა და არასდროს”… “ხალხთან ახლოს და ცოტა ზემოთ”!

ახლა, კი არც ხალხთან ხართ და მეტიც, ძალზე ქვემოთ ხართ, მაშინ, როცა კულტურის მინისტრად წოდებული წულუკიანი თავს ლაფს გასხამთ, ისეთი უსუსური ხართ, მრცხვენია რომ მთავარსარდალი გქვიათ.

თამაშს ჰგავს თქვენი უსუსურობა პრეზიდენტო, დამფრთხალი ოლიგარქის თამაშს, რომელიც დასავლეთთან იმ “ოქროს ძაფად” გიყენებთ, რომელიც მარცხის შემთხვევაში არ უნდა რომ გაწყდეს. დიახ, თამაშს ჰგავს ეს ყველაფერი და ამიტომ ემპათიას არ იწვევს თქვენი ასეთი უსუსურობა, საზარლად გამოიყურებით და ვდარდობ ყოველ სიტყვას, რაც ჩვენი შეხვედრისას საიმედოდ დავიტოვე.

და ბოლოს გულწრფელად გეტყვით – იპრეზიდენტეთ, ჩამოირეცხეთ ეგ შესხმული ლაფი, რაც შეგასხეს უკვე, ჩამოირეცხეთ ღირსეული პასუხით – მოქმედებით და მე პირადად პატიოსან სიტყვას გაძლევთ ბოლომდე გვერდით დაგიდგებით და არავინ მოგცემთ წაქცევის და მარცხის საშუალებას, ბოლომდე დაგიდგებით.

ახლა არა, მე მხდალ და უსუსურ მთავარსარდლებს არ და ვერ ვიცოდებ, მოქალაქეებს კი მთავარსალდალს უსუსურს და თავსლაფდასხმულს ნურას უკაცრავად – “არა და არასდროს”!✌️” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნუ ბოდავთ, რა ქართული დიპლომატიის გამარჯვება, სადღაა ქართული დიპლომატია…” – გია ჯაფარიძე

კუნძული-სახელმწიფო ნაურუ წლების წინ ოკუპირებული ტერიტორიების აფხაზეთის და ცხინვალის...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...