spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიანა ბუჩუკური: "ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული...

ანა ბუჩუკური: “ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არის ერთი ჯოხის ორი სხვადასხვა ბოლო, ყოველდღიურად დასტურდება”

ძირითადი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელიც ხელოვნურად არის შექმნილი ორივე მხარის მიერ, ვგულისხმობ „ნაციონალური მოძრაობას“, რომელსაც სათავისოდ, იდეალურად იყენებს „ქართული ოცნება“ – აბსოლუტურად ამოვარდნილია იმ რეალური საჭიროებებიდან და გამომწვევებიდან და რაც რეალურად აწუხებს ჩვენს მოქალაქეებს. ის, რომ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება არის ერთი ჯოხის ორი სხვადასხვა ბოლო, ყოველდღიურად დასტურდება“, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა დეკემბერში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი განწყობების კვლევაზე. მისი თქმით, პოლიტიკურმა პარტიებმა ამ კვლევის შედეგებში, ძირითად, თავიანთი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე გაამახვილეს ყურადღება და არავის აღუნიშნავს ჩვენი მოქალაქეების რეალური წუხილი და დამოკიდებულება სოციალური და ეკონომიკურ მდგომარეობაზე:

იმის პარალელურად რომ პრემიერი ღარიბაშვილი საკუთარ მოსახლეობას ადუღებულ ეკონომიკაზე ესაუბრება რეალურად, მოქალაქეთა უმეტესობა ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს და ჩვენი ქვეყნის ყოველი მესამე მოქალაქე თავს დაუცველად სწორედ, ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობს.

პრემიერი ღარიბაშვილი აგრძელებს ადუღებულ ეკონომიკაზე საუბარს, მაგრამ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს. ყოველი მეხუთე ოჯახი ამბობს, რომ მას საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. გამოკითხულთა ყოველი მეორე მოქალაქე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადებისთვის საკმარისი ფული არ ჰქონია. მართალია ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკა დუღს, მაგრამ საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ამბობს, რომ მას უნდა ამ ქვეყნიდან წასვლა.

ჩემთვის ყველაზე დიდი ტრაგედია არის ის, რომ ყოველ მესამეს ახალგაზრდას სურს საქართველოდან წასვლა. მე არ ვიცი რით შეიძლება ვიამაყოთ ამ დარბაზში ნებისმიერ მხარეს მსხდომმა ადამიანებმა, როდესაც პარალელურად, ყოველი მესამე ახალგაზრდა ფიქრობს რომ, ის ვერ ხედავს პერსპექტივას საკუთარ სამშობლოში, საკუთარ ქვეყანაში და უნდა ემიგრაციაში წასვლა. ეს არის ტრაგედია.

ამ ყველაფრის ფონზე ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ მთელი პოლიტიკური დღის წესრიგი საკუთარ თავზე მოირგოს და მეორე მხრივ, კი „ქართული ოცნება“ ხელს უწყობს ამაში, იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია ისაუბროს იმ მძიმე გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგანან ჩვენი მოქალაქეები. თუმცა, აქ ვართ ჩვენ და ჩვენ ვაძლევთ პირობას ჩვენს მოქალაქეებს, რომ ყველა ბერკეტს, ყველა ტრიბუნას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დიახ, ზუსტად იმ საკითხებზე იმუშაოს პარლამენტმა, რაც რეალურად აწუხებს მათ“, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...