შაბათი, მარტი 15, 2025
13.7 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები...

“მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები და დავალების მიმცემები არ ჩანდნენ, ბოლო პერიოდში კი ღიად გამოჩნდნენ” – მოძრაობა “ხალხის ძალა”

საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს, მწვავე შეფასებებს აკეთებს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ასევე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, განმარტებებისთვის, შეკითხვებით მიმართავს ამერიკის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს:

საზოგადოება საქმის კურსში გვინდა ჩავაყენოთ ომის პარტიის გლობალურ და ახალი მასშტაბის კოორდინაციაზე:

მოგეხსენებათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან პირველი თვეების განმავლობაში მისი პატრონები და დავალების მიმცემები არ ჩანდნენ, ბოლო პერიოდში კი, როგორც ვხედავთ, უკვე ღიად გამოჩნდნენ და დაკავშირებული ორგანიზაციებით და კონკრეტული პირების მეშვეობით თავიანთ აგენტს უკვე ღიად იცავენ.

მაგალითისთვის, მხოლოდ გუშინ გაკეთებული რამდენიმე განცხადებაც გამოდგება:

Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა ხრისტო გროზევმა საჯაროდ მიმართა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს და შესთავაზა დახმარება სააკაშვილის მოწამვლის საქმის გამოძიებაში.

ალბათ ხვდებით ცინიზმის და ტყუილის გამართლების მცდელობის ხარისხს!

მეორე: მაგნიტსკის სიის ავტორი, ბატონი ბროუდერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის წამების უკან დგას პუტინი, რომელსაც სურს შურისძიება სააკაშვილზე.

როგორც ხედავთ, ბროუდერმა უკვე არა მხოლოდ ის „დაადგინა“, რომ სააკაშვილს აწამებენ, არამედ მის შემკვეთზეც გავიდა.

აქაც, ცინიზმისა და დადგმული უნიჭო სპექტაკლის გამართლების უპრეცედენტო ხარისხის გარდა, საქმე გვაქვს ათი წლის განმავლობაში ყველა ბრუნვაში ნატრიალები მესიჯის გამყარების მცდელობასთან, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ე.წ. „პრორუსობას“ შეეხება.

შეგახსენებთ, რომ ამ მესიჯს იმ პარტიის წარმომადგენლები და მედიასაშუალებები ატრიალებენ, რომელმაც პუტინს ჯერ ქართული ტერიტორიები ჩააბარა, შემდეგ კი ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე მოუწერა ხელი!

მესამე იყო გენერალ ბენ ჰოჯესის მიერ იგივე მიზნით გუშინვე გაკეთებული განცხადება.

შესაბამისად, ადვილი მისახვედრი და გასაშიფრია იმ კოორდინაციის ხარისხი, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან დახსნას, ხელისუფლების დისკრედიტაციას, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესსა და შესაბამისად, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხის შექმნას ემსახურება. აგენტის პატრონები კი უკვე პოზიციების ღიად გამოხატვასაც აღარ ერიდებიან.

აქვე, გვინდა გამოვეხმაუროთ გუშინ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას:

გახსოვთ, რომ თვეების განმავლობაში ვთხოვდით ამერიკის საელჩოს და ელჩს საქართველოს ომში ჩართვის ინტერესს მკაფიოდ გამიჯვნოდა, თუმცა სამწუხაროდ ეს არ მომხდარა.

გუშინ, უკრაინის სპეციალურმა წარმომადგენელმა კასიანოვმა უკვე ძალიან კონკრეტული და მკაფიო ბრალდება გაახმოვანა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან დაკავშირებით.

ვთხოვთ ქალბატონ ელჩს, ახლა მაინც გამოვიდეს და უარყოს ან დაადასტუროს უკრაინის წარმომადგენლის განცხადება, რითაც უზრუნველყოფილი იქნება, როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირება. თუ ქალბატონი კელი დეგნანი კვლავ არ გამოეხმაურება ჩვენს თხოვნას, საზოგადოება ჩათვლის, რომ დუმილი ამ შემთხვევაშიც თანხმობის ნიშანია!“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ეს პატარა გველეშაპი ქვეყანა ასე მარტივად ყლაპავს თავისივე შვილებს” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე თავის...

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ყოველგვარი წინაპირობის, ანგარიშის და მონიტორინგის გარეშე მივიღეთ სრული აკრედიტაცია” – ნინო დობორჯგინიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე კომენტარს აკეთებს ილიაუნისთვის...

“სიტუაცია შეიცვლება ქართველი ერის ერთიანობის და ბევრად უფრო ძლიერი ბრძოლის პირობებში” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, კლინიკა "ვივამედიდან" სასამართლო სხდომაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“დიდთოვლობისას საჭირო ტექნიკის მაგივრად წყლის ჭავლის მანქანები იყიდეს” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სტიქიასთან ბრძოლის მხრივ მწვავე...