შაბათი, მარტი 15, 2025
26.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მეორე ფრონტის გეგმის სისრულეში მოყვანისთვის ორი მიმართულებით მუშაობენ,...

“მეორე ფრონტის გეგმის სისრულეში მოყვანისთვის ორი მიმართულებით მუშაობენ, ესენია – სააკაშვილის გათავისუფლება და ივანიშვილის დასანქცირება” – ვატო შაქარიშვილი

საქართველოს ომში ჩათრევის გეგმებზე საუბრობს და მტკიცებით ფორმაში ერთგვარ ბრალდებებს უყენებს ამერიკულ მხარეს თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობა “აი ია”-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი:

გასული წლის 24 თებერვლიდან ამოქმედდა, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ შემუშავებული გეგმა – უკრაინასთან ერთად, საქართველოს ომში ჩართვის შესახებ. ამ სცენარის ავთენტურობა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონდოლიზა რაისისა და რობერტ გეითსის უკანასკნელმა წერილმაც, რომელშიც ნათლად გამოჩნდა, რომ აშშ, რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის უკრაინელების ხელით, უკრაინელების ხარჯზე და რომ აქვე უნდა ყოფილიყო საქართველოც. ციტატა წერილიდან: “ჩვენ გვყავს შემართებით აღსავსე პარტნიორი უკრაინაში, რომელიც მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა ომის შედეგებზე, რათა ეს ჩვენ არ მოგვიწიოს სამომავლოდ”.

აღნიშნულ პროქტში უამრავი ადამიანი მონაწილეობს, ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან, მაგრამ მათ შორისაც არის რამდენიმე გამოკვეთილი პერსონა, მაგალითად: ბენ ჰოჯესი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანებულა და კონფერენციებსაც მართავს. შეგახსენებთ, რომ ჰოჯესი საკუთარ განცხადებებში მკფიოდ აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის აუცილებლობას.
მგონი დროა საქართველომ საერთაშორისო სამართლის ნორმებით, ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი პირები, “პერსონა ნონ გრატად” გამოაცხადოს და აუკრძალოს ქვეყანაში შემოსვლა!

პარადოქსია, როდესაც ჩვენი მტრები უპრობლემოდ ახერხებენ საქართველოში ჩამოსვლას და ჩვენივე მიწაზე გეგმავენ რევოლუციებს და ომში ჩართვის გზებს. ხელისუფლებას აქვს საზოგადოების სრული მხარდაჭერა, მშვიდობის უზრუნველყოფისთვის გამოიყენოს ბერკეტები და უპირველესად აღკვეთოს კრამერების, ჰოჯესების, გროშევსკას თუ სხვა მტრულად განწყობილი ადამიანების საქართველოში შემოსვლა! ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია!

მეორე ფრონტის გეგმის სისრულეში მოყვანისთვის ორი მიმართულებით მუშაობენ, ესენია – სააკაშვილის გათავისუფლება და ივანიშვილის დასანქცირება, რამაც ხელისუფლების ცვლილება უნდა გამოიწვიოს და უსამშობლო აგენტების პირობებში მოხდეს საქართველოს ომში ჩართვა!

ყველა, ვინც ამ პროცესებში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის მტერია და მათ წინააღმდეგ კონკრეტული ზომებია მისაღები!” – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვატო შაქარიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რუსული რევანშიდან 13 წლის თავზე, რუსქოცებმა სიმბოლური 9 წელი მიუსაჯეს სააკაშვილს 9 მილიონი ლარის(!)...

,,ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის” დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ისეთი საშინელებები აქვს ჩადენილი “ქართულ ოცნებას”, რომ კარგად იციან, თუ რა ემუქრებათ ხელისუფლების შეცვლის...

ცალკეული კომპანიების გაკოტრების მხრივ კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს ეკონომისტი, პოლიტიკოსი,...

“თუ გირჩევნიათ ასე გეტყვით – გთხოვთ გაათავისუფლეთ სინდისის პატიმრები!” – ხატია ბუნიათიშვილი

სახელგანთქმული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს ქვეყანა და ჩვენი მომავალი გადაყვა ოპოზიციის შიდა კინკლაობებს, ეგოებს და თავის დაფასებებს” –...

პოლიტიკური პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის...

“მადლობა ყველას, ახლა მხოლოდ ერთობა და სოლიდარობა გადაგვარჩენს!❤️” – თემურ ჯანაშია

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი...

“ბიძინა ვადამდელ არჩევნებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დანიშნავს, თუ…” – არჩილ გამზარდია

ანალიტიკოსი, ჟურნალისტი არჩილ გამზარდია თავის მოსაზრებებს გამოთქვამს საქართველოში ახალი...