spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჰააგაში და სტრასბურგში მიმდინარე საქმეები გამოსვლის ბოლოს...

“ჰააგაში და სტრასბურგში მიმდინარე საქმეები გამოსვლის ბოლოს ახსენეთ – ეს თქვენს პრიორიტეტებზე კარგად არ მეტყველებს” – ანა ნაცვლიშვილი რატი ბრეგაძეს მიმართავს

დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა საქართველოს ისტორიაში და გამიკვირდა, რომ ამაზე არ გისაუბრიათ. ჰააგის სასამართლომ დაასრულა გამოძიება და თქვა, რომ საქართველოს მხარეს არ ჩაუდენია დანაშაული. მე მინდა მივულოცო ყველას, ვისაც გაუხადა.

საერთოდ რომ არ საუბრობთ ამაზე და გამოსვლის ბოლოს ახსენეთ მხოლოდ ჰააგაში და სტრასბურგში მიმდინარე საქმეები, ეს თქვენს პრიორიტეტებზე კარგად არ მეტყველებს“, – ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს უსმენენ.

ანა ნაცვლიშვილმა იუსტიციის მინისტრს მიმართა, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას – თუ რას აკეთებს უწყება ჰააგის სასამართლოში ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

არის ერთი ძალიან სერიოზული საკითხი, რაზეც თქვენ უნდა გასცეთ პასუხი. რატომ დავიდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულები, მხოლოდ ოთხ ორდერზე. ოთხმა ადამიანმა ჩაიდინა მხოლოდ ეს ომი საქართველოს წინააღმდეგ?

თქვენ უნდა ჩააბაროთ ანგარიში მოსახლეობას თქვენმა უწყებამ რა გააკეთა იმისთვის, რომ ჰააგაში ჩვენი ქვეყნის ინტერსები ყოფილიყო დაცული. ჩააბარეთ ანგარიში, რა გააკეთეთ იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოს მხოლოდ ოთხი ორდერი არ გამოეცა და დაცული ყოფილიყო ჩვენი ინტერესები იქ.

რას აკეთებთ იმისთვის, რომ ჰააგის სასამართლოსთან არსებული დაზარალებულების უფლებების ფონდი მოტრიალდეს და საქართველოს ომით დაზარალებულებს მიანიჭოს მატერიალური და სხვა ტიპის დახმარება, რისი უფლებაც ომით დაზარალებულებს აქვთ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

ინფორმაციისთვის: ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ქარიმ ასად ახმად ხანმა, 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა და დამნაშავეებად მხოლოდ რუსეთი და სეპარატისტული რეჟიმი, მათი წარმომადგენლები დაასახელა.

ჰააგის სასამართლომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა – ჰააგის სასამართლოს პროკურორ ქარიმ ასად ახმად ხანის განცხადება

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ავტორიტარიზმი ესეცაა – განუსაზღვრელი მოლოდინის ქვეშ სტრესული ცხოვრება, როდესაც მუდმივად “ჩემოდნებზე” ზიხარ!”

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას კონკრეტული განმარტება-მინიშნებებით...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

“ეს “სახლობანას თამაშიც” აღარ არის “ბატონო” ბიძინა – “ბავშვებს მიხედეთ” გადაწვეს კანცელარია!” – ირაკლი...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას ირონიული შეფასება-მინიშნებებით...

“პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო კულტურის მინისტრის თანამდებობა” – თინათინ რუხაძე

კულტურის სამინისტრომ, მინისტრ თინათინ რუხაძის განცხადება გაავრცელა თანამდებობის დათოვების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...