spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თვითონ გამოიცხადა სააკაშვილმა თავი გმირად. ჩვენ მისთვის გმირობა...

“თვითონ გამოიცხადა სააკაშვილმა თავი გმირად. ჩვენ მისთვის გმირობა არ გვითხოვია” – თამარ ჩერგოლეიშვილი

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლაზე მის პიროვნებასა და ქვეყანაში არსებულ რეალობაზე საუბრობს “ტაბულა მედიას” დამფუძნებელი, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი:

ერთ-ერთი ამერიკელი/ქართველი ექიმის პოსტს გადავეყარე, “უზნეოები ხართო – ვინც უმწეო სააკაშვილს გმირობას სთხოვთო“.

მართალი გითხრათ, არ ვიცი სააკაშვილს გმირობას ვინ სთხოვს. გმირად სააკაშვილმა თვითონ გამოაცხადა თავი. თავად გვითხრა რომ გმირია და ჩვენთვის თავს წირავს. ოღონდ ამაში საპასუხო თავგანწირვას ითხოვდა (რაც უცნაურია, ასეთ გმირებზე მე არ წამიკითხავს) უამრავი ნიუსი არსებობს, რომელიც ამას ადასტურებს.

და სანამ ამ ქართულ საზოგადოებას უზნეობაში ამხელთ – ეგებ ჭკუისთვის წიხლი მიგეჭირათ და რეალობისთვის თვალი გაგესწორებინათ?

თვითონ გამოიცხადა სააკაშვილმა თავი გმირად. ჩვენ მისთვის გმირობა არ გვითხოვია. არათუ გმირობას არ ვთხოვდით, ვეუბნებოდით, რომ ეცლია ჩვენთვის ივანიშვილის დამარცხება და მისი დაჭერის საფრთხის მოხსნა და მერე ჩამოსულიყო, ჩაეტარებინა კამპანია და თუ მოუნდებოდა ხალხს ისევ, აირჩევდნენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში ვაფრთხილებდით, რომ ხანგრძლივი ციხისთვის მზად ყოფილიყო (და რომ არ იყო ამისთვის მზად, არანაირი გმირი არაა და ეს ზუსტად ვიცოდი, ამიტომ არ მჯეროდა, რომ ჩამოვიდა).

უზნეობა სწორედ საზოგადოების ლანძღვაა იმის გამო, რაც თავად ჩაიდინა.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ გმირი არაა და არც ვთხოვთ გმირობას – ვინც არა ჰგავს კახაბერსა, ჩვენ ვერ ვიტყვით კახაბერად.

გვინდა რომ მისი სიცოცხლე გადარჩეს და ტკბილად გაატაროს ცხოვრება, თავის შვილებთან და შვილიშვილებთან – როცა ეყოლება.

გვინდა მოგვცეს საშუალება, დავაფასოთ, რაც ამ ქვეყნისთვის წარსულში გააკეთა.
ამისთვის, ივანიშვილის რეჟიმი უნდა დამარცხდეს.

მანამდე, რომც მოხდეს სასწაული, და გაუშვას საზღვარგარეთ – სანამ ივანიშვილის რეჟიმი არ ამოიძირკვება, სააკაშვილს საქართველოში ადამიანურად ცხოვრების შესაძლებლობა არ მიეცემა და ჩვენ ეს გვინდა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

ბეჟან ჯავახია: “ახლა რუსთაველს რას უპირებთ?”

რუსთავილის გამზირზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას (არა)რიტორიკული შეკითხვებით ეხმაურება საქართველოს...

“კარგით რა მართლა და მართლა! ძაან მწყინს ამ ბიჭს ასე რომ ექცევით!” – ნინო...

მამუკა მდინარაძესთან მიმართებით მორიგ სამთავრობო საკადრო გადაწყვეტილებას, სოციალურ ქსელში,...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...