spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვამაყობთ იმ ბიჭებით, ვინც უკრაინაში იბრძვიან და იცავენ...

“ვამაყობთ იმ ბიჭებით, ვინც უკრაინაში იბრძვიან და იცავენ მას, მაგრამ ვერ ვიამაყებთ იმით, ვინც იქ ჩადის, რომ პოლიტიკური ქულები დაიწეროს” – ირაკლი ზარქუა

ჩვენ ვამაყობთ იმ ბიჭებით, ვინც უკრაინაში იბრძვიან თავიანთი მრწამსით და იცავენ მას, მაგრამ ვერ ვიამაყებთ იმით, ვინც იქ ჩადის ამ მაგარი ბიჭების ხარჯზე, რომ შემდეგ პოლიტიკური ქულები დაიწეროს. ეს განცხადება არის ჩვენი პოზიცია“,-ამის შესახებ ირაკლი ზარქუამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, დღეს საქართველოს ხელისუფლებას აკრიტიკებს იმისთვის, რომ არის მშვიდობა და არ იბომბება თბილისი.

გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, დღეს ამუნათებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ ჩვენ შევძელით, მოვახერხეთ და მშვიდობა გვაქვს. რომ აქ არ გვაქვს ბუჩა, რომ არ იბომბება თბილისი.

ამისთვის უნდა გვრცხვენოდეს და ბოდიში მოვიხადოთ, გვეუბნება ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წელს ჩვენი ბიჭები ბრძოლის ველზე მიეტოვებინა, ჩვენი დახოცილი ბიჭები ბედის ანაბარად მიეგდოთ და მერე გამოქცეოდნენ აქ, თბილისში, თავისი მთავარსარდლით და მინისტრით. ყველაფერი გააკეთეს იმისთვის და სტრატეგიული ობიექტები ჩააბარეს რუსეთს და ბოლოს იმდენი მოახერხეს, რომ ჩვენ გმირ ბიჭებს დააბრალეს ომის ესკალაცია და დაწყება, როდესაც რეზოლუციას ხელი მოაწერეს და მხარი დაუჭირეს ევროსაბჭოში.

საქართველომ უკრაინისთვის ყველაფერი გააკეთა. გვერდში ვუდგავართ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ყველა სანქციებს შევუერთდით, რაც ვერ გაბედა ევროპის ბევრმა ქვეყანამ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

სემეკი: “სსე-ს წინასწარ უნდა გადაეანგარიშებინა რელეური დაცვისა და ავტომატიკის სისტემები”

საქართველოში, 2026 წლის 24 ივლისს ელექტროსისტემაში მომხდარ მასშტაბურ ავარიასთან...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“რეგიონებში გასვლები იწყება 1 აგვისტოდან. მოკლედ, თქვენი იმედი გვაქვს და მიხარია რომ აქტიურობთ” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...