spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს უკრაინული მოდელი ჩვენ გადმოვაკოპირეთ, გადმოვიტანეთ, ვინაიდან ამ...

“ეს უკრაინული მოდელი ჩვენ გადმოვაკოპირეთ, გადმოვიტანეთ, ვინაიდან ამ ოლიგარქიის ფენომენი, გამოწვევა და პრინციპები ყველა ქვეყანაში ერთნაირია” – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის” ეთერში, გადაცემა ,,იმედი Live”-ში პოლიტიკური შეფასება გააკეთა ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციაში ასახულ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით:

,,ეს არის ერთ-ერთი ამოცანა 12 პუნქტიან გეგმაში – დეოლიგარქიზაციის საკითხი. ჩვენი სწორება თავიდანვე იყო, რომ თითოეული პუნქტი ყოფილიყო შესრულებული, რომ არავისთვის მიგვეცა სასპეკულაციო საფუძველი არც გარეთ მოქმედი ძალებისთვის, რომლებიც არ არიან ჩვენი ქვეყნის ინტერესების შესაბამისად კეთილგანწყობილნი და არც ამ შიდა რადიკალური ჯგუფებს. წერტილი უნდა დაესვას ყოველგვარ სპეკულაციას! როგორც ყველა სხვა ამოცანა, ესეც უნდა შესრულდეს.

რატომ უკრაინული მოდელი? რატომ კანონი? – იცით, რომ უკრაინა არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს ეს კანონი მიღებული. ჩვენ რომ დაგვეწყო რაღაც ახალი გამოგონება და გვეთქვა, რომ ქართული მოდელი უნდა შევქმნათ, აქ დაიწყებოდა, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, სპეკულირება, რომ რატომ წერთ თქვენ თქვენ ვერსიას?! ხომ არ არგებთ ვინმეს? რატომ არ იყენებთ უკრაინულ მოდელს?!

ეს უკრაინული მოდელი ჩვენ გადმოვაკოპირეთ, გადმოვიტანეთ, ვინაიდან ამ ოლიგარქიის ფენომენი, გამოწვევა და პრინციპები ყველა ქვეყანაში ერთნაირია.

ჩვენ დავეყრდენით, ასევე, ევროპული სტრუქტურების ოფიციალურ განცხადებებს, რომ კანონის მიღება არის კარგი.

რაც შეეხება კანონის მიღების პროცედურას და შემდგომ სამართლებრივ შედეგებს – მეორე მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დავაინიცირეთ, განვიხილეთ ეს კანონპროექტი და მივიღეთ. მომდევნო კვირას ჩვენ გვაქვს უკვე პლენარული სხდომა და მეორე მოსმენით იქნება მიღებული. ჩვენ მომდევნო კვირიდან 2 კვირის თავზე, სამი მოსმენით გვექნება მიღებული.

რაც შეეხება ამოქმედების ვადას, როგორც უკრაინაში, აქაც საჭიროა გარკვეული გარდამავალი პერიოდი. მაქსიმუმ 6 თვის თავზე უნდა ამოქმედდეს ეს რეგულაციები”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მხოლოდ მივესალმები ე.წ. “რიყის დოქების” დემონტაჟს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის პოზიცია-განმარტებები ე.წ. „რიყის დოქების“ დემონტაჟთან დაკავშირებით: "მხოლოდ...

“ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ გვყავს” – კახა კალაძე

„ქვეყანაში არა პოლიტიკური პატიმრები, არამედ გვყავს კონკრეტული დამნაშავეები, რომლებიც...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...