spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან...

“განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე არის განსაკუთრებით მნიშნელოვანი” – ირაკლი კობახიძე

ბერლინში ევროპელი სოციალ-დემოკრატების ყრილობა გაიმართა, რომელსაც ,,ქართული ოცნების“ ლიდერები ესწრებდონენ. ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან პოზიტიურ მოლოდინებზე კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ:

,,იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები საქართველოსთან დაკავშირებით. ეს გზავნილები გაჟღერდა არაერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან.

ყველა საუბრობდა იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა ევროპის/ევროკავშირის გაფართოება და ამ კონტექსტში პირდაპირ იყო მოხსენებული საქართველო.

ეს პოლიტიკური მხარდაჭერა არის, ბუნებრივია, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა, აგვავსებს ოპტიმიზმით იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მალე მიიღებს კანდიდატის სტატუსს, შემდეგ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპა უნდა გაფართოვდეს ლისაბონიდან თბილისამდე არის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშნელოვანი. გერმანიას აქვს განსაკუთრებული როლი ევროინტეგრაციის მიმართულებით, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების კუთხით. აქედან გამომდინარე, შოლცის ეს გზავნილი იყო ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესო.

ჩვენი პოლიტიკური პარტნიორების განწყობა აისახა პირდაპირ დოკუმენტში. რეზოლუციაში, რომელიც მიღებულ იქნა ამ ყრილობის მიერ და პირდაპირ ხაზგასმულია ის, რომ ეს პოლიტიკური ოჯახი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციისთვის: ბერლინში სოციალ-დემოკრატების ყრილობაზე სიტყვით გამოსვლის დროს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლციმ ისაუბრა ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივაზე:
,,დღეს, როდესაც რუსეთი ცდილობს ძალისმიერი გზით შეცვალოს საზღვრები თავისუფლებასა და ავტოკრატიას შორის, ჩვენ ვართ ევროპის ხალხი, ჩვენი ხმა მთელ ევროპაში უნდა ისმოდეს – ხმელთაშუადან ჩრდილოეთის ზღვამდე, ლისაბონიდან – თბილისამდე და ამის მიღმა! ერთად ჩვენ საფუძველი უნდა ჩავუყაროთ თავისუფალ, უსაფრთხო და დემოკრატიულ ევროპას!“, – განაცხადა ოლაფ შოლციმ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ელენე ხოშტარია

მმართველი გუნდის ლიდერების პოზიციას, რომ შეწყალებამდე, პატიმრობაში მყოფმა აქტივისტებმა...

პროკურატურამ ელისო კილაძის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო

პატიმრობაში მყოფი მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის საქმე...

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

“თუ ასე გკიდიათ ევროპა რატომ გადაგვაყოლეთ თქვენი ჯართი მედიის აკრედიტაციას?” – ნინო ჯანგირაშვილი

ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის” 1 წლით აკრედიტაციის შეჩერებასა და...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...