spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური...

“ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც რცხვენიათ – ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს!” – ნიკა მელია

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია აგვისტოს ომის დაწყებიდან 14-ე წლისთავზე, პარტიის ოფისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას მიმართავს და მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიის მიმართ:

რუსეთ-საქართველოს ბოლო ომის – აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წლისთავზე, საქართველო სამწუხაროდ სრულად ოკუპირებულია რუსული რბილი ძალისა და უსამშობლო ქართველების – საქართველოს ხელისუფლებაში მყოფი რუსული ოცნების ხელით!

ხელისუფლების, რომელიც სათავეში მოვიდა „ქართული ოცნების“ სახელით, მაგრამ საქმით წარმოადგენს რუსულ ოცნებას – რუსების ახდენილ ოცნებას!

ჩვენ გვმართავენ უსამშობლო კაპიტულანტები, კოლაბორაციონისტები, რომლებმაც გადალახეს მორალური გახრწნის ზღვარი და უკვე აღარც რცხვენიათ – ღიად და ურცხვად ემსახურებიან მტერს!

გვყავს რუსეთის ოცნების ხელისუფლება, რომელიც მზადაა დაესხას თავს ყველასა და ყველაფერს, ისაუბროს ზიზღის ენით ჟურნალისტებთან, ევროპარლამენტარებთან, სენატორებთან, კონგრესმენებთან, უკრაინის ხელისუფლებასთან და, ახლა უკვე, საკუთარ ხალხთან და ეს ყველაფერი კეთდება პუტინის რეჟიმის მხარდამჭერი რუსების დასაცავად.

ეს უსამშობლო ქართველები ერთეულ პროვოკატორად ასაღებენ მას, ვისაც შეუძლია 5 ათასი რუსის დარაზმვა ქართული ბიზნესის წინააღმდეგ, მხოლოდ იმიტომ რომ ის ქართული ბიზნესი მათგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ითხოვს.

ამ ხელისუფლებისთვის ეროვნული ღირსების დაცვა – ქსენოფობია და გოიმობაა, ეროვნული ინტერესების დაცვა – პროვოკაციაზე წამოგებაა!

რა არის გამოსავალი? ამ სიტუაციიდან ერთადერთი რეალური გამოსავალია – რუსული ოცნების ხელისუფლებიდან ჩამოშორებაა.

უბრალოდ მსურს ვიცოდეთ – რას გააკეთებდა და მომავალში რას გააკეთებს ნორმალური ხელისუფლება:

ნორმალური ეროვნული ხელისუფლება, გამჭვირვალეს გახდიდა საქართველოში შემოსული ვიზიტორების ვიზიტების მიზნობრიობას! მოახდენდა ვიზიტების მიზნობრიობის ლუსტრაციას;

შეზღუდავდა რუს მოქალაქეებზე ბინების გაყიდვას, ბიზნესის რეგისტრაციას და ბინადრობის მოწმობის გაცემას- თუ ისინი არ აღიარებდნრნ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრებს და იმას რომ რუსეთი ოკუპანტია და ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. სწორედ ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქე, აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და არ უქმნის მას საფრთხეს;

ნორმალური, ეროვნული ხელისუფლება, ასევე, შეზღუდავდა ტურისტული ვიზიტის ხანგრძლივობას ერთ თვემდე. ყველა პატივს ვცემთ სტუმარ-მასპინძლობის ძირძველ ქართულ ტრადიციას, თუმცა თუ სტუმარი რჩება ჩვენს ოჯახში, წლების განმავლობაში უნდა მიიღოს და იცხოვროს ჩვენი წესებით, ისწავლოს ენა, აღიაროს ქვეყნის საზღვრები.

ამაზე დგას ქართული იდენტობა, ეროვნული ღირსების შენარჩუნებასა და დაცვაზე. რაც, თითეული ჩვენთაგანის ვალია“, – აცხადებს ნიკა მელია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ძალიან მარტივი ცხოვრებისეული ფორმულაა – ვისაც ყველასთან კარგად უნდა იყოს, ის საბოლოო ჯამში სრულიად...

ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი შიო III-ის არჩევიდან მეორე...

“ეს ელისაშვილი, რაის ტერორისტია?!! რა სისულელეა, ტერორისტი არა იხვი, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს!!”...

თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილის მიმართ ტერორიზმის მუხლით წაყენებულ ბრალს...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...

“მრავალნაირი დევნა მინახავს, მრავალნაირი სისასტიკე ხელისუფლებების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი სისასტიკეცაა და სისასტიკის შარჟიც...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეტყნებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რომ არა უწყვეტი პროტესტი, ხალხის თავდადება და დაუღალავი ბრძოლა, დაიჭერდა თუ არა ივანიშვილი ამ...

საქართველოს პროკურატურის განცხადებით – ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და...

“იქნებ პასუხი გაგვცენ – ვინ გამოუწერა, ამ კრემლის ყურებს, საშვები?” – შალვა ნათელაშვილი

პატრიარქის არჩევის პროცესის დროს სამების საკათედრო ტაძარში კონკრეტული პირების...

“ივანიშვილი არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი, ვისაც რეჟიმი ჩამოემხობა, თან შეიძლება სულაც ისეთ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის კონკრეტული შეფასება-მოსაზრებები "ქართული...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...

“საბოლოოდ ყველა ამოლპებით იქ, სადაც თქვენი ადგილია, მოვა ეს დღეც” – დავით ქაცარავა

მთავრობის ვიცე-პრემიერის, მამუკა მდინარაძის მიერ ბრალდებულ მოძალადე სამართალდამცავების მიმართ...