spot_img
მთავარიაქტუალური თემებიირმა ინაშვილი: "ხელისუფლება უარს არ ამბობს კანაფის წარმოების...

ირმა ინაშვილი: “ხელისუფლება უარს არ ამბობს კანაფის წარმოების პროექტზე, არამედ გვეუბნება, რომ დაგვარწმუნებს, – რამდენად მომგებიანი და უსაფრთხოა ის ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის”

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი კატეგორიულად ეწინააღმდეგება კანაფის წარმოებისა და ექსპორტის შესახებ ხელისუფლების მიერ მომზადებულ კანონპროექტს და თავისი პოზიცია 7 პუნქტად ჩამოაყალიბა:

“1. პატრიარქის ქადაგება, როგორც ყოველთვის, ორიენტირებული იყო არა ვითარების გამწვავებაზე, არამედ სტაბილურობის, მშვიდობის, ურთიერთგაგებისა და შეთანხმების სულისკვეთებაზე.

2. ირაკლი კობახიძის განცხადება ნიშნავს, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის ავტორები და ლობისტები აქცენტს ამიერიდან პროექტის საინფორმაციო კამპანიაზე გადაიტანენ. სწორედაც რომ დათმობაა (და დათმობა არასდროს ცუდი არაა, კარგია) ამ ეტაპზე 2 კანონპროექტის ერთმანეთისგან გამიჯვნა, მაგრამ დააკვირდით: არსებითი ის გახლავთ, რომ ხელისუფლება უარს არ ამბობს კანაფის წარმოების პროექტზე, არამედ გვეუბნება, რომ დაგვარწმუნებს, – რამდენად მომგებიანი და უსაფრთხოა ის ჩვენი ერისა და ქვეყნისათვის. ირიბად გვეუბნებიან, რომ ჩვენ ვერ გავიგეთ წარმოდგენილი კანონპროექტის არსი და შეეცდებიან,- ეს გაგვაგებინონ. ვიმეორებ: მარტივი პოზიცია მაქვს – კონცეპტუალურად, არსებითად, ცალსახად ვეწინააღმდეგები საქართველოში კანაფის კულტივაციის პროექტს. თუ ვინმეს სურს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარება ააგოს მაინც და მაინც კანაფის წარმოებასა და ექსპორტზე, მას უნდა გავაგებინოთ, რომ არსებობს ეკონომიკური წინსვლის სხვა, თანამედროვე, ბევრად უსაფრთხო საშუალებები.

3. პარალელის გავლება სხვა ქვეყნებთან (ისრაელი, საბერძნეთი და ა.შ.), სადაც კანაფის წარმოებაა დანერგილი, არასაკმარისი, უსაგნო, არასაჭირო არგუმენტია პირადად ჩემთვის. ის, რაც სასარგებლო და მისაღებია ერთი ქვეყნისთვის, სახიფათოა მეორისთვის. ისრაელს, აჯობებს, სამეცნიერო ტექნოლოგიების წარმოებაში მივბაძოთ და მივბაძოთ საკუთარი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესების დაცვაში.

4. კანაფის წარმოებისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი ხელისუფლებას დღის წესრიგიდან არ მოუხსნია. დროში გადადეს. ვიმეორებ: ფიქრობენ, რომ ეს დრო გამოიყენონ საზოგადოების ინფორმირებისათვის, რათა საზოგადოება ამ იდეის მოკავშირე გახდეს. სულ რომ ერთი დავრჩე ქვეყანაში, მაინც არ დავუჭერ მხარს წარმოდგენილ პროექტს.

5. ხელისუფლების იმ წარმომადგენლების საყურადღებოდ ვწერ, ვისაც ეჭვი ეპარება, რომ უნარი არ გვაქვს წაკითხული ტექსტიდან აზრი გამოვიტანოთ: რამდენჯერმე წავიკითხე თქვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი. გარწმუნებთ, არა მარტო პირდაპირ, არამედ სტრიქონებს შორის ვკითხულობ, რა გიწერიათ.

6. ვითვალისწინებთ რა, პატრიარქის პოზიციას, ჯერ ვნიშნავთ გამაფრთხილებელ აქციას, თარიღს ხვალ გამოვაცხადებთ, სავარაუდოდ, ეს 30 სექტებერი ან 6 ოქტომბერი იქნება!

7. არავითარი ნარკოლეგალიზაცია და არავითარი ნარკოპლანტაციები!”

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...