“4 ოქომბრის საქმეზე” პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის შვილები, დავით და კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილები, სოციალურ პლატფორმაზე “პედიატრი ძმები” ემოციურ პოსტს აქვეყნებენ, მამის გამოცდილებას, პროფესიულ რჩევებს იხსენებენ და გულისტკივილით აღნიშნავენ მის პატიმრობას:
“ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მამასგან ვისწავლეთ არის პრევენციული პედიატრიის საფუძვლები და მისი მნიშვნელობა.
პრევენციული ღონისძიებების გატარება, მითუმეტეს პატარა ასაკში, ბევრ არასასურველ ჩარევას (ქირურგიულს და არაქირურგიულს) გვარიდებს თავიდან.
ყოველთვის გვიმეორებს ხოლმე: არასდროს თქვათ – “ეგ არაფერი არ არის. მცირე ინტენსივობის შუილია? ეგ არაფერი არ არის.. მცირე ტკივილი გულმკერდში, ან ხერხემლის მიდამოში? ეგ არაფერი არ არის…“. მიჰყევით ყველა ჩივილს სიღრმისეულად – იტყოდა ხოლმე.
ბოლო დროის მისი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევა საქართველში მივიწყებული ინსტრუმენტული კვლევითი მეთოდის, კაპილაროსკოპიის წინ წამოწევაა. ის ბოლო წლებია მის მოწაფეებთან ერთად აქტიურად ცდილობდა ამ უსისხლო ინსტრუმენტული მეთოდის აქტუალიზაციას და მისი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობის ხაზგასმას.
1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება“, – აღნიშნავენ პედიატრი ძმები.

