spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვინც უშლის დღეს ხელს საქართველოს განვითარებას, ეს არის...

“ვინც უშლის დღეს ხელს საქართველოს განვითარებას, ეს არის “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობა” – მამუკა ხაზარაძე

ოპოზიციაში კონსულტაციები ევროსაბჭოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად გრძელდება. პარტია ,,ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესს:

,,ვინც უშლის დღეს ხელს საქართველოს განვითარებას, ეს არის ,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა, რომლებიც ყოველდღიურად აღვივებენ შუღლს ადამიანებში, ანაწევრებენ საზოგადოებას და ამით ცდილობენ ძალაუფლების შენარჩუნებას.

კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ოპოზიციის მონაწილეობა, იმ რაღაც მოგონილ კომისიებში, არის თითიდან გამოწოვილი ამბავი. იმიტომ, რომ ,,ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი რაოდენობა დეპუტატებისა ჰყავს, შესაბამისად, მათ შეუძლიათ ყველა ის 12 პუნქტი მიიღონ.

აგვისტოში დასასვენებლად კი არ წასულიყვნენ, არამედ უკვე ემუშავათ ზაფხულის პერიოდში და სექტემბერში უკვე, ეს ყველაფერი, ჩაებარებინათ საზოგადოებისა და ჩვენი ევროპარლამენტარი პარტნიორებისთვის.

შესაბამისად, ოპოზიციამ გადაწყვიტა, დამოუკიდებლად მოამზადოს ის კანონპროექტები, რომ საზოგადოებას არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ოპოზიცია ამ შემთხვევაში უბრალოდ ემიჯნება ამ პროცესს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ხელისუფლება იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ სულ უფრო მეტად ცდილობს არა მხოლოდ ქმედებების, არამედ აზრის...

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მმართველი გუნდის პროპაგანდის ოთხ ძირითად საყრდენზე...