spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება" -...

“ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება” – ნიკა გვარამია

ნიკა გვარამიას ფეისბუქის პირად გვერდზე ვრცელდება რუსთავის საპატიმროდან მისი მორიგი გზავნილი, სადაც ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში კონკრეტულ შეფასება/განმარტებებს აკეთებს:

ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ევროკავშირის შანტაჟი სასაცილოდ გამოიყურება. ევროკავშირთან ვაჭრობა მის მდგომარეობას არათუ ვერ შეამსუბუქებს, არამედ დაამძიმებს და დააჩქარებს მის ირგვლივ რკალის შევიწროებას.

მას უნდა ესმოდეს, რომ ქვეყანა “ქართულ ოცნებასთან” თუ მის გარეშე, მეტიც, მის წინააღმდეგაც კი, მაინც გამოვა შექმნილი ჩიხიდან (შიგნით აქციით, გარეთ სანქციით).

აი საკუთარი თავის გადარჩენას კი ერთადერთი გზით – ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემით შეძლებს. მალე მოისმენს კიდეც ყველა საერთაშორისო ტრიბუნიდან “Peaceful Transition of Power”-ს. ამიტომ, ჯობია მომზადებული შეხვდეს ამ მომენტს და მიიღოს ვადამდელი არჩევნებისთვის საჭირო კონსტიტუციური და სხვა ცვლილებები.

ეს ქვეყნისთვის და მისი ევროპერსპექტივისთვის საუკეთესო და უმოკლესი გზაა, ხოლო ივანიშვილის გადარჩენისთვის – ერთადერთი და უალტერნატივო“, – აცხადებს ნიკა გვარამია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“რეჟიმებისთვის ძალაუფლების წყარო არის არა ხალხი, არამედ გაუნათლებელი, საღ აზრსა და კრიტიკულ აზროვნებას მოკლებული...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“მამაჩემის 7-წლიანი პატიმრობა არის პოლიტიკური განაჩენი. ადამიანის თავისუფლების შეზღუდვით თამაშის უფლება არავის აქვს” –...

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის შვილი, ნინი მანჯგალაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...