spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ის ხელმოცარულები "ნაციონალური მოძრაობიდან", რომლებიც დღეს საზოგადოებას ეპატიჟებიან,...

“ის ხელმოცარულები “ნაციონალური მოძრაობიდან”, რომლებიც დღეს საზოგადოებას ეპატიჟებიან, ისევ დარჩებიან ხელმოცარულად, როგორც აქამდე არაერთი აქცია გვინახავს” – ირაკლი ზარქუა

3 ივლისის საპროტესტო აქციის ფონზე, პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ 12-პუნქტიან გეგმაზე საუბრობს და მის შესრულებასთან დაკავშირებით კონკრეტული იმედებიც აქვს:

ირაკლი კობახიძემ კონკრეტული გეგმა წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვიმუშავებთ, მათ შორის, ჩართულები იქნებიან საპარლამენტო ოპოზიცია, ვინც კონსტრუქციულად ქვეყნის ხვალინდელ დღეზე ფიქრობს და ნამდვილად ბევრია პარტია ვინც ამაზე ფიქრობს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ჩვენ ყველა ჩავერთვებით, რომ წლის ბოლომდე კი არა, მანამდეც, რეფორმები ბოლომდე მივიყვანოთ და პირნათლად წარვდგეთ ევროკომისიის წინაშე.

მე დარწმუნებული ვარ ევროკომისია ჩვენ მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს იმიტომ, რომ ჩვენი მხრიდან ეს გაკეთებული იქნება თავიდან ბოლომდე. ჩვენ ისედაც, ევროპასთან და ბრიუსელთან გვქონდა მემორანდუმი, სადაც აღბეჭდილი იყო გარკვეული ნაწილი, დაახლოებით 70%, ისედაც პროცესში ვართ, ამას ისედაც ვასრულებდით.

აქედან გამომდინარე, ის ხელმოცარულები “ნაციონალური მოძრაობიდან”, რომლებიც დღეს საზოგადოებას ეპატიჟებიან, ისევ დარჩებიან ხელმოცარულად, როგორც აქამდე არაერთი აქცია გვინახავს,” – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

აჭარის ტურისტული პოტენციალი საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

ავსტრიულმა სამოგზაურო პლატფორმამ ,,1000 Things” აჭარის შესახებ ვრცელი სტატია...