spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენი ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება 2012 წელს რომ...

“ჩვენი ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება 2012 წელს რომ მოვიდა სათავეში, მაშინ ჩავიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტებთან კომენტარში პოლიტიკურ შეფასება/შედარებას აკეთებს საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, 2012 წელს ხელისუფლებაში ,,ქართული ოცნების“ მოსვლამდე და მას შემდეგ:

,,შეგახსენებთ, რომ ჩვენ, ჩვენი ხელისუფლება, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება 2012 წელს რომ მოვიდა სათავეში, მაშინ ჩავიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა. ეს იყო რეალურად დიქტატორული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ და საშინელება ხდებოდა. არც თავისუფალი მედია არსებობდა, არც თავისუფალი სასამართლო. არავითარი დემოკრატიის ნიშან-წყალი არ არსებობდა ქვეყანაში.

რაც შეეხება აწმყოს, ჩვენ ბოლო 9 წლის განმავლობაში – იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ, ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტის ნაბიჯი, რამაც რეალურად ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან, ჩვენ გავაფორმეთ და შეგახსენებთ ყველას, მათ შორის ჩვენს კრიტიკოსებს და არაობიექტურ ადამიანებს.

ასოცირების შეთანხმება ვინ გააფორმა? – ეს გააფორმა ,,ქართულმა ოცნებამ“, ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ, მისმა დატოვებულმა გუნდმა. უვიზო რეჟიმი, რომლითაც თქვენ ყველანი, ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. თავისუფალი ვაჭრობა. ახლა უკვე ოფიციალურად ჩვენ წარვადგინეთ წევრობაზე განაცხადი.

ანუ ყველა ის ეფექტური ნაბიჯი, რაც მთავრობას უნდა გადაედგა, ჩვენი მხრიდან არის შესრულებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლგაზრდების მოსყიდვის გეგმა ამოქოქეს, თან ჩვენი ფულით” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მიერ დაანონსებულ ინიციატივას ახალგაზრდების ფასიან სტაჟირებასთან დაკავშირებით, კონკრეტული...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...

“ევროპასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ პარტნიორობა მონობას არ ნიშნავს” – ნიკოლოზ მეტრეველი

ანალიტიკოს ნიკოლოზ მეტრეველის კონკრეტული შეფასებები და პრიორიტეტები ევროკავშირთან დაკავშირებით: "სრულად...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...