spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიილია ჯიშკარიანის ადგილზე ოპოზიციონერი რომ ყოფილიყო დადგებოდა საპირისპირო...

ილია ჯიშკარიანის ადგილზე ოპოზიციონერი რომ ყოფილიყო დადგებოდა საპირისპირო შედეგი და ბრალდებული დამნაშავედ გამოცხადდებოდა – თეონა ჭალიძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი თეონა ჭალიძე, ყოფილი დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმეს ეხმაურება. ჭალიძის თქმით მის ადგილას რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატი რომ ყოფილიყო, სასამართლოს მხრიდან რადიკალურად საპირისპირო შედეგი დადგებოდა. ჭალიძეს აზრით საქმე ორმაგ სტანდარტს ატარებს:

,,საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სექსუალურ დანაშაულში ბრალდებული ილია ჯიშკარიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. მის ადგილზე რომელიმე ოპოზიციონერი რომ ყოფილიყო მყისიერად დადგებოდა საპირისპირო შედეგი და ბრალდებული დამნაშავედ გამოცხადდებოდა. ასეთ დროს მოსამართლისთვის საკმარისი იქნებოდა საქმეში არსებული მტკიცებულებები. სამწუხაროა, რომ სწორედ პოლიტიკური ნიშნით იქნა უდანაშაულოდ ცნობილი ილია ჯიშკარიანი და ორმაგი სტანდარტი აქაც სახეზეა. მხარდაჭერას ვუცხადებ თამთა თოდაძეს და იმედი მაქვს ის იბრძოლებს ბოლომდე თავის სიმართლის დასამტკიცებლად.

რაც შეეხება ჯიშკარიანის კომენტარს, სადაც ის ღმერთს მადლობას უხდის ამ განსაცდელისთვის და თან დასძენს რომ ეს ყველაფერი მისი პოლიტიკიდან ჩამოშორების მიზანს ემსახურებოდა არის ძალიან სასაცილო.

საზოგადოებას კი აქვე გავახსენებ, რომ ილია ჯიშკარიანი პირადად მონაწილეობდა საჯარო სამსახურიდან ადამიანის იძულებით, მუქარით განთავისუფლების ,,სპეცოპერაციაში“ და აღნიშნულთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ჯერაც არ დასრულებულა”, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გიორგი კეპულაძე – არსებობს თუ არა რეალურად “შავი სია?”

"რა არის საკრედიტო ისტორია და ვინ ინახავს მას?" -...

“თრიალეთი” სახალხო დამცველს მოუწოდებს, უმოკლეს ვადაში დაასრულოს საქმის შესწავლა, წერილობით აცნობოს მიღებული გადაწყვეტილება და...

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” წარდგენილ განცხადებაზე საქართველოს სახალხო დამცველისგან პასუხს...

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ემზადება პარტიის ყრილობისთვის, რომელმაც უნდა აირჩიოს პარტიის მმართველობის ახალი ორგანო და...

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ყრილობისთვის ემზადება და კონკრეტული თხოვნით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმართა სიაში არ შეყვანას გამართლება არ აქვს და ვერც ექნება” –...

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ პოლიტპატიმრების სიაში...

“ივანიშვილის ადგილას ყველა პოლიციელს დავიჭერდი, რომლებმაც დღეს თორნიკე თოშხუა და ის ახალგაზრდები დააკავეს, რომელთაც...

კონკრეტულ წარწერიანი ბანერის გამო, სამოქალაქო აქტივისტების - თორნიკე თოშხუასა...

არჩილ გამზარდია: “ჩვენ ვცხოვრობთ დოქსოპულოთა მმართველობის რეჟიმში”

ქვეყანაში შექმნილ რეალობას მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი,...

“მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ – სიძულვილი, შიში, შური ერთი ადამიანის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ” –...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია ქვეყანაში შექმნილ რეალობას...