spot_img
მთავარიდებატები"ვითხოვთ გაიმართოს საპარლამენტო დებატები "საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური...

“ვითხოვთ გაიმართოს საპარლამენტო დებატები “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის” საკითხზე – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელი“ სახელისუფლებო პარტიას საპარლამენტო დებატებს სთავაზობს. როგორც პარტიის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოს პარლამენტის 93-ე მუხლის თანახმად ისინი „ქართულ ოცნებას“ მომავალ სასესიო სხდომაზე საპარლამენტო დებატების გამართვას სთავაზობს. გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძეს დებატებზე მოსვლისკენ მოუწოდებს, რათა ყველა იმ კითხვაზე გასცეს პასუხი ხელისუფლებამ, რაც დღეს საქართველოს მოქალაქეებს ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით აქვთ:

“სტრატეგია აღმაშენებელი“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93-ე მუხლის შესაბამისად ვითხოვთ მომავალ სასესიო კვირაში გაიმართოს საპარლამენტო დებატები, „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზის“ საკითხზე. გაიმართოს დებატები, სადაც ყველა ამ მძიმე ბრალდებაზე, ყველა ამ მძიმე საკითხზე მოუწევს ხალხის წინაშე, ხალხის სამსჯავროზე წარსდგეს „ანტი ქართული ოცნება“, რომელსაც სურს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ჩვენ არ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და დაგვტოვოს პირისპირ რუსეთთან, რომ გადასაყლაპი ლუკმასავით ვიყოთ მისთვის. რაც მთავარია ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ ერი გაერთიანდეს და არ მივცეთ შესაძლებლობა „ქართულ ოცნებას“ რომ გადაგვჩეხოს.

საგარეო საქმეთა მინისტრის, გუშინდელი სახეჩამოშლილი კომენტარი ძალიან მკაფიოდ აჩვენებდა რაზე ისაუბრეს მათ შეხვედრებზე, მაგრამ მათ ეს განა ვერ გაიგეს? – არ გაიგეს, იმიტომ რომ მზად არიან ერთი ადამიანის ფინანსურ ინტერესებს შესწირონ თავიდან ბოლომდე ქვეყნის ინტერესები.

დღეს ჩვენ უნდა დავდგეთ საქართველოს სადარაჯოზე და ეს ისტორიული შანსი, რომელიც მოვიპოვეთ, არცერთ შემთხვევაში არ უნდა გავუშვათ ხელიდან. დღეს არის ის მომენტი, როდესაც საქართველოს მთავრობა უნდა დადიოდეს ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, ორმხრივ შეხვედრებს უნდა მართავდეს, უნდა სთხოვდეს და ეუბნებოდეს მთლს მსოფლიოს, მთელს ცივილიზებულ სამყაროს, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანას, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობას.

ამის ნაცვლად ისინი კვლავ ებრძვიან პოლიტიკურ ოპონენტებს, ადანაშაულებენ ამ ქვეყნებს, რომ საქართველოს ომში ჩათრევა სურთ. ეძებენ ბიძინა ივანიშვილზე შეტევის ამერიკულ და ევროპულ კვალს და რაც მთავარია გვაკარგინებენ იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომ ამოვყოთ ამ წუმპედან ერთხელ და სამუდამოდ თავი და დავიწყოთ ნორმალური განვითარების პროცესი.

მივმართავ ბატონ კობახიძეს, მობრძანდით პარლამენტში სასესიო დარბაზში დებატებზე და თქვენ ხალხის სამსჯავროს მოგიწყობთ პარლამენტში იმ დებატებით, რომელიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 93-ე მულით არის გათვალისწინებული. ვნახოთ ვის დაუჯერებს ხალხი. თქვენ ხართ ანტი-ქართული, ანტი-ეროვნული ოცნება და აი ამას ყველა ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებებით ხედავს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად, ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ მივიღებთ ”...

„ევროინტეგრაციის პროცესი ვერ იქნება გამოყენებული შანტაჟის იარაღად და ჩვენ...

“აი, ამ ოფშორული და ავტორიტარული რეჟიმების გვერდით აღმოვჩნდით კიდევ ერთხელ” – რომან გოცირიძე

ევროკავშირის მიერ დაანონსებულ სანქციებს ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“სანამ საკუთარ თავს და ძალას არ ვირწმუნებთ, მარცხის გამარჯვებას ვიზეიმებთ სულ!” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილ რეალობასა და საზოგადოების მიდგომებზე აკეთებს მინიშნებებს ანალიტიკოსი...