spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე ვაშინგტონში "ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოში" ჯონ ჰერფსს და...

გიორგი ვაშაძე ვაშინგტონში “ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოში” ჯონ ჰერფსს და დენ ფრიდს შეხვდა

“სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ ვაშინგტონში, “ჩრდილო-ატლანტიკურ საბჭოში” შეხვედრები გამართეს. ჯონ გერფსთან და დენ ფრიდთან გამართულ შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს. გიორგი ვაშაძის აზრით, დღეს საქართველოს უდგას პერიოდი, როდესაც მან ნაყოფიერად უნდა იმიშავოს იმისთვის, რომ გაატაროს დემოკრატიული რეფორმები ქვეყნის შიგნით და წამოიწყოს თავისუფალი ვაჭრობა იმისთვის, რომ არ ვიყოთ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით ასევე მნიშვნელოვანია ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება საქართველოში:

„ატლანტიკური საბჭო“ ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ფაქტობრივად განსაზღვრავს და ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტებს ქმნის ჩვენს რეგიონთან დაკავშირებით. „ატლანტიკურ საბჭოში“ შევხვდით საქართველოს დიდ მეგობრებს, ჯონ ჰერფსს და დენ ფრიდს. ძალიან საინტერესო საუბარი იყო, ღიად შემიძლია ვთქვა – პირველად ამ შეხვედრაზე გავიგე, რომ დღეს ამერიკაში უკრაინის დაჩქარებული წესით „ნატო“-ს წევრობის საკითხიც კი განიხილება. ბევრი ადამიანი ვინც ამის წინააღმდეგი იყო დღეს ამბობს, რომ უკრაინა ამას იმსახურებს. იმისთვის, რომ საქართველო მოექცეს იმ ქოლგის ქვეშ, სადაც უკრაინა იმყოფება, აუცილებელია:

პირველი – საქართველო აქტიური უნდა იყოს და გააჟღეროს, რომ ჩვენ ვართ იგივე წნეხის და აგრესიის მსხვერპლი, რაც ახლა მიმდინარეობს უკრაინაში;

მეორე – საქართველო უნდა იბრძოდეს უკრაინის მხარდამხარ, მის გვერდით, უკრაინის დიპლომატიასთან ერთად უნდა ჩანდეს ქართული დიპლომატია, რომელიც მუშაობს აქ, ვაშინგტონში და ასეთ შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია.

როგორც ჩანს სრულიად ახალი უსაფრთხოების სისტემა შეიქმნება ჩვენს რეგიონში, სავარაუდოდ უკრაინა ჩამოყალიბდება ერთ-ერთ ყველაზე დიდ გლობალურ მოთამაშედ და სამარცხვინოა ამ ფონზე ის დამოკიდებულება, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს უკრაინის მთავრობასთან და ზოგადად, უკრაინასთან მიმართებაში.

კიდევ ერთხელ ვამბობ – როდესაც ამხელა რანგის მქონე ხალხი კითხვას გისვამს, რას აკეთებს საქართველო? რატომ აქვს ასეთი რიტორიკა?! რატომ არის მსგავსი ეჭვები საქართველოსთან მიმართებაში? ეს ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეიძლება დაგვაყენოს სერიოზული პრობლემების წინაშე. ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ:

პირველი – ეს არის დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნა ქვეყნის შიგნით;

მეორე – თავისუფალი ვაჭრობა იმისთვის, რომ არ ვიყოთ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული;

მესამე – საქართველოში ამერიკის სამხედრო ბაზების განთავსება.

ყველა ეს საკითხი შეგვიძლია დღეს დავაყენოთ და უფრო მეტიც, შეგვიძლია დავაყენოთ საქართველოს დაჩქარებული წესით „ნატო“-ს წევრობის სტატუსის მინიჭების საკითხი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამერიკისგან საოცარი მხარდაჭერა და ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში“, – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა...

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...