ორშაბათი, აპრილი 21, 2025
14.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე: “ქართულ ოცნებას” ნულოვანი პოლიტიკური ნდობა აქვს...

გიორგი ვაშაძე: “ქართულ ოცნებას” ნულოვანი პოლიტიკური ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან

დღეს საქართველო უნდა იყოს უკრაინის მხარდამხარ და ყველა შეხვედრაზე ამაზე გვაქვს საუბარი, რომ არა ეს გაუთავებელი თავდასხმები უკრაინის მთავრობაზე, არამედ უკრაინის გვერდით უნდა ვიდგეთ – ასე აფასებს არსებულ მდგომარეობას ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში მყოფი გიორგი ვაშაძე. “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის თქმით, ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან ისმის კითხვები საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირების შესახებ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით, რაც ოპოზიციონერი ლიდერის აზრით ძალიან სერიოზული პრობლემაა:

დღეს საქართველო უნდა იყოს უკრაინის მხარდამხარ და ყველა შეხვედრაზე ამაზე გვაქვს საუბარი, რომ არა ეს გაუთავებელი თავდასხმები უკრაინის მთავრობაზე, არამედ უკრაინის გვერდით უნდა ვიდგეთ. ჩვენი დიპლომატიური კორპუსი უნდა მუშაობდეს უკრაინის დიპლომატიურ კორპუსთან ერთად, რომ საქართველომაც მიიღოს ის მხარდაჭერები რასაც უკრაინა იღებს.

ვაშინგტონში კითხვები ისმება თუ რატომ არ აკეთებს საქართველო დღეს ამ ყველაფერს?! როდესაც მსგავსი კითხვები ისმება ჩვენი ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მხრიდან, ეს უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა.

ის ეჭვების პოლიტიკა, რომელსაც აწარმოებს “ქართული ოცნება”, საქართველოს ძალიან მძიმე შედეგებამდე მიიყვანს. ამერიკაში ვიზიტის შემდეგ კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ ჩვენ ხელისუფლებას სრულიად გამოცლილი აქვთ ნდობის ფაქტორი, რომელიც ერთ-ერთი მთავარია პარტნიორი სახელმწიფოების, ექსპერტული თუ პოლიტიკური წრეების მხრიდან.

“ქართულ ოცნებას” ნულოვანი პოლიტიკური ნდობა აქვს საზოგადოების მხრიდან, ამიტომ მნიშვნელოვანია ფოკუსირება. როდესაც საქართველოში დავბრუნდებით გვექნება ჩვენს ოპოზიციურ კოლეგებთან და საზოგადოებასთან სისტემური მუშაობა. ძალიან დიდი შანსები აქვს საქართველოს, რომ დაჩქარდეს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაცია, მოხდეს თავდაცვისუნარიანობის მიმართულებით მხარდაჭერა და მივიღოთ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რომელიც ნამდვილად იქნება შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია დავიწყოთ მსჯელობა საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებაზე, მაგრამ ყველაფერ ამას სჭირდება ვალდებულებების შესრულება. ვალდებულება კი საქართველოს აქვს ერთი, დემოკრატიული რეფორმები”, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ამ წმინდა უვიცობაში ქოცები დაწინაურდებიან” – გიგი უგულავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა სოციალურ ქსელში ირონიულ...

მიხეილ სააკაშვილი: ჩემი წინადადებები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა, დაპირებისამებრ, გამოაქვეყნა მისი წინადადებები "ერთიანი ნაციონალური...

“ფარისევლობის და მდაბიოობის საოცარი ნაზავი შემოგვთავაზეს ბედნიერ ერს🤮” – ბაჩანა შენგელია

საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას დაკითხვასთან დაკავშირებით პროდასავლურ პარტიებში დაფიქსირებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“ჩვენი ორგანიზაციის (ISSA) მიერ სულ ახლახან ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს ერთ საინტერესო შედეგს” – იაგო...

სოციოლოგიის დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი, ჩატარებულ კვლევაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით...

“ქოცები არიან დასუსტებულები და აჭრილ-აბნეულები” – ლაშა ბუღაძე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...