spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ამ პოლიტიკანს დაავიწყდა, რომ პუტინს აღუთქვა 2018 წელს...

“ამ პოლიტიკანს დაავიწყდა, რომ პუტინს აღუთქვა 2018 წელს “უბლოკო” სტატუსი საქართველოსთვის” – თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე

პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი ერთ-ერთ ტელე არხზე პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის გამოსვლას ეხმაურება და მწვავე შეფასებებს აკეთებს მის მიმართ:

ბურჯანაძე გამოდის ტელევიზიით “ზელენსკისგან სილის გაწვნის ღირსი არ არის საქართველოო” (პუტინზე აუგი სიტყვა არასოდეს დასცდენია) და ამ “რუს პოლიტიკანს” აუხსენით, რომ ზელენსკიმ საქართველოს მადლობა გადაუხადა, სილა კი, თუ მაინცდამაინც, “ოცნების” ხელისუფლებას გააწნა და არა საქართველოს, რადგან ჩუმად ხელშეკრულებები არ უნდა განაახლო რძის პროდუქტებზე და ა.შ. ოკუპანტ რუსეთთან, რომელიც ბავშვებს ხოცავს.

პუტინის პროპაგანდისტები მადლობას უხდიან საქართველოს ხელისუფლებას იქვე დასძინა ბურჯანაძემ და ახალგაზრდებს მოუწოდა ქუჩაში რატომ არ გამოდიხართ ბიბილოვის განცხადების გამოო, მე რომ ვიყო ხელისუფლებაში ან რაიმე თანამდებობაზე (ვითომ არ იყო?!) ორგანიზებას გავუკეთებდი ყველას და ყველაფერსო წავიდოდი და ბიბილოვს დაველაპარაკებოდიო (რუსის ჯარს შემოიყვანდა ალბათ).

ვაახ, ბიბილოვს ტელეფონით დაელაპარაკოს ვინმეო (დიანა შეწუხდა, ტრაპაიძე და ჰკითხა – ეს რას შეცვლისო). ამ პოლიტიკანს დაავიწყდა რომ ბიბილოვს კი არა სულ “მთლად” პუტინს აღუთქვა 2018 წელს ” უბლოკო” სტატუსი საქართველოსთვის, თან ბიბილოვი რასაც ამბობს ვითომ არ იცის ამ პოლიტიკანმა, რომ ყველა სიტყვა რუსეთის ნაკარნახევია!!!

ჰოდა ახალგაზრდებს ამ ტიპის პოლიტიკანებმა რომ არ მოუწოდონ აჯობებს. იციან ახალგაზრდებმა და აჩვენეს კიდეც უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, რომ მაგრები არიან, ბევრნი იყვნენ, გამოვიდნენ, გამოვლენ და ზუსტად იციან სად და როდის!

ხალხი ბრძენია, ბრძენი, შეუშვით ამ “მრავალწლიან ნათაღლითარ” თავებში! გამოვლენ და ბევრნიც იქნებიან ოღონდ “ედინაია როსიას” გარეშე ანუ აქაური ბურჯანაძის – პუტინის ფილიალის გარეშე!

არ არის საჭირო “მოწოდება”. “მაგ” მოწოდებების გამო ბევრი სახლში რჩება! ნუ, თუ სპეციალურად კეთდება და ეს დავალება ანუ “ჩაშლის” დავალება აქვს ამ პოლიტიკანს, ეს სხვა საკითხია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღია და დაუნდობელი ბრძოლა მიდის, პირადად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“გამძლეობის ტესტი ჩაბარებულია, ახლა სიმრავლეშია ჩვენი გამარჯვება!” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კიევში აღლუმის ჩატარებას აპირებდა და ახლა უკრაინის ნებართვის გარეშე მოსკოვში უჭირს პარადის მიღება” –...

მოსკოვში 9 მაისის ღონისძიების ჩატარების თემას, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“მიშას უარყოფაში კი არა, მის აღიარებაშია გამოსავალი, როგორც არ უნდა მოგწონდეთ” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, ქართულ პოლიტიკაში საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ...