spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი,...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში “კლინიკა ვივამედიდან”, აქცენტს აკეთებს ერთიანობაზე, თანმიმდევრულობასა და დისციპლინირებულ მუშაობაზე:

დღის წესრიგი, ბუნებრივად, გადავსებულია ინფორმაციით, თუ რას უპირებს ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის ლიდერებს. სინამდვილეში კი, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას. დე ფაქტო მმართველი, რომელიც ევროპას და ამერიკას აცხადებს მტრად; დე ფაქტო მმართველი, რომელიც საკუთარ თავს აიგივებს სახელმწიფოსთან; დე ფაქტო მმართველი, რომელიც ყველაზე დიდ მტერს, 21-ე საუკუნის კიბოს – რუსეთს მეგობრად მიიჩნევს და რომლისთვისაც ადამიანი არ წარმოადგენს არანაირ ფასეულობას, არც საკუთარ გარემოცვაში მყოფი და მითუფრო არც ოპონენტებში, ვერ უნდა ქმნიდეს დღის წესრიგს. ჩვენ უნდა ვიბრძოდეთ ყოველდღიურად, რადგან ჩვენ ვერჩით მას და აუცილებლად დავამარცხებთ, მიუხედავად იმისა, რამდენწლიან სასჯელს მოიგონებს ოპონენტებისთვის.

ამ გამარჯვებისთვის კი, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ ერთიანობა, არამედ თანმიმდევრული და დისციპლინირებული მუშაობა. ყოველ დილით თქვენ უნდა ხედავდეთ არა პაპუაშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებს; უნდა ხედავდეთ არა ცალ-ცალკე პარტიებს, არამედ ერთად მოსიარულე ოპოზიციას; არა კამათს, რომელ არჩევნებში ვინ მიიღებს მონაწილეობას, არამედ ბრძოლას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.

ყოველ დილით თქვენ უნდა გიხსნიდეთ ოპოზიცია, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს; რომ დასავლეთი გაძლიერებულია და რუსეთი დასუსტებული. უნდა ხედავდეთ, როგორ იცავს ოპოზიცია უსამართლოდ დაჩაგრულ ნებისმიერ ადამიანს; როგორ ამხელს და აშიშვლებს სისტემას.

აი, ეს უნდა ვაკეთოთ ყოველდღე. ეს არის ის, რაც ჩვენ შეგვიძლია და გვევალება.

ბოლომდე!“, – ელენე ხოშტარია.
21/07/2026

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

ComCom-მა “ფორმულა” “მაუწყებლობის შესახებ” კანონის დარღვევისთვის 5000 ლარით დააჯარიმა

კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის გამო,...

“იქნებ საზოგადოებას მაინც ავუხსნათ, რასთან გვაქვს საქმე?” – პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძეს, მამუკა მდინარაძეს...

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განცხადება გააკეთა ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...