spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გრძელდება

თბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა გრძელდება

თბილისის მერის ინიციატივით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვებისა და გაგზავნის პროცესი გრძელდება. ბელიაშვილის N5-ში, სადაც ჰუმანიტარული დახმარების პუნქტია გახსნილი, კახა კალაძე დღესაც მივიდა და უკრაინელი ხალხისთვის დახმარების გაწევის მსურველებს მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა:

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა კომპანიას, რომელიც ჩართულია ამ პროცესში. ასევე, მოქალაქეებს, რომლებიც საკმაოდ ბევრნი არიან და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დაეხმარონ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს.

მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საქართველოს ეროვნული ნაკრების თითოეულ წევრს მხარდაჭერისთვის, იმიტომ, რომ ბიჭების გადმორიცხული თანხებით მოხდა გარკვეული პროდუქტების შესყიდვა. ერთი ნაწილი ფედერაციამ უკვე გააგზავნა უკრაინაში, მეორე ნაწილი კი აქ არის წარმოდგენილი.

თქვენ იცით, რომ საქართველოში ჩარჩენილი უკრაინელი მძღოლების კვებას და სხვა საჭიროებებს ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს. შესაბამისად, მათ სატვირთო მანქანებში დაიტვირთება ეს ტვირთი და გაიგზავნება უკრაინაში, სადაც გადანაწილდება იმ ქალაქებში, რომლებშიც ეს დახმარება ყველაზე მეტად საჭიროა.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა კომპანიას და რიგით მოქალაქეებს ამ მხარდაჭერისთვის; მადლობა კომპანია „დაგს“. ბევრი კომპანია იღებს მონაწილეობას ამ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რაც, რა თქმა უნდა, დასაფასებელია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბელიაშვილის N5-დან უკრაინაში ამჯერად, 50 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირება დაიწყო. ჰუმანიტარული დახმარების პუნქტში პროდუქტების შეგროვების პროცესი, უკვე სამ კვირაზე მეტია, მიმდინარეობს. 50 ტონამდე ტვირთი უკრაინაში ორი კვირის წინაც გაიგზავნა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მთავრობის გადაწყვეტილებით, გახსნილია ანგარიში უკრაინელი ხალხისთვის ფინანსური დახმარების გასაწევად. ამასთან, თბილისის მუნიციპალიტეტი, უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო, დედაქალაქში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის მუნიციპალურ სერვისს უფასოდ სთავაზობს. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გარდა, უკრაინის მოქალაქეები უფასოდ ისარგებლებენ მუნიციპალური სპორტული ცენტრების, აუზების, მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკების, მედიათეკებისა და ხელოვნების სკოლების მომსახურებით.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

“ამ ფოტოზე, რომელიც ყველგან გავიდა ამერიკის მედიაში, ასახულია ჩვენს მიერ ყურძნის დაწურვა ყვარელში. ახლა...

აშშ რესპუბლიკური პარტიის წევრის, სენატორ ლინდსი გრემის მოულოდნელ გარდაცვალებას...

“თითქმის ყველა, ვისაც ახლა ეროვნულ პოლიტიკურ სცენაზე ვხედავთ, ან გაქრება, ან პოლიტიკურ პერიფერიად იქცევა....

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან...

“ერთადერთი დღეს მათ რისიც ეშინიათ, ეს არის სასწორკვეთილი ადამიანების თავგანწირვა” – მერაბ მეტრეველი

საზოგადოებაში შექმნილი განწყობების შესახებ საუბრობს და თავის მოსაზრება-ვარაუდებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ამ უსამართლო ქვეყანაში აღარაფერი გვიკვირს, მაგრამ გზებზე არსებულ განუკითხაობას მაინც ნუ წაახალისებთ!” – ბაჩანა...

მმართველი პარტიის ინიციატივას ცალკეული კატეგორიის მძღოლებისთვის განახორციელოს ფართომასშტაბიანი ამნისტია,...