spot_img
მთავარიCOVID 19კოვიდ სერფიტიკატები საზღვარგარეთ სამოგზაუროდ - პასუხები ხშირად დასმულ...

კოვიდ სერფიტიკატები საზღვარგარეთ სამოგზაუროდ – პასუხები ხშირად დასმულ შეკითხვებზე

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პროვაქს-პლატფორმაზე გამოქვეყნდა მნიშვნელოვანი, საყურადღებო და გასათვალისწინებელი ინფორმაციები:

17 ნოემბრიდან საქართველო ციფრული კოვიდ-პასპორტების ერთიან სივრცეს შეურთდა (EU Gateway-ის ქვეყნები).  რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდ-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ, აღნიშნულ ერთიან სივრცეში ჩაერთვება.

EU Gateway-ზე მიერთებულ ქვეყნებში მოგზაურობისთვის საჭირო კოვიდ-სერტიფიკატები შეგვიძლია მივიღოთ ელექტრონულად, რისთვისაც უნდა გადმოვწეროთ აპლიკაცია Georgia e-Health, ან იუსტიციის სახლში ავიღოთ COVID-19 ბარათი დაბეჭდილი სახით.

 

Georgia e-Health-ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია:

App store-სა და Google store-ზე

აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ მოქალაქემ უნდა გაიაროს მარტივი რეგისტრაცია და ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია, მის პირად გვერდზე ავტომატურად აისახება. პროგრამაში ასევე გამოჩნდება ინფორმაცია პჯრ ტესტირებისა და კოვიდ-ინფექციის გადატანის შესახებ.

აპლიკაცია Georgia e-Health და  COVID-19 ბარათი საქართველოში მუშაობს როგორც „მწვანე პასპორტი“.

 

„მწვანე სტატუსი (პასპორტი)“ საქართველოში გამოყენებისთვის

 

1 დეკემბრიდან მომხმარებელს მხოლოდ მწვანე სტატუსის ქონის შემთხვევაში შეეძლება ესტუმროს შემდეგ ობიექტებს: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები / კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები-მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული) / კინოთეატრები / თეატრები / საკონცერტო დარბაზები / ოპერა / გასართობი ობიექტები / სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები / სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები / სამთო კურორტების საბაგიროები.

 

შენიშვნა

  • მწვანე სტატუსის ქონა არ არის სავალდებულო 18 წლამდე პირთათვის
  • საზოგადოებრივ ტრანსპორტში და მაღაზიებში ”მწვანე პასპორტი”   სავალდებულო არ იქნება
  •  რაც შეეხება საბავშვო-გასართობ ცენტრებს, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს მხოლოდ 18 წლის ასაკს ზემოთ მოქალაქეებისთვის

 

მწვანე სტატუსის მქონე პირი არის:

– სრულად ვაქცინირებული (ან)

       – 72 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის PCR ტესტის მქონე (ან)

      -24 საათიანი ვალიდურობის ნეგატიური პასუხის ანტიგენ-სწრაფი ტესტის მქონე (ან)

       –   კოვიდ გადატანილი

შენიშვნა: თუ პირს მწვანე სტატუსი მინიჭებული აქვს ჩატარებული PCR ან ანტიგენ-სწრაფი ტესტის საფუძველზე – მწვანე სტატუსი შეუწყდება ტესტის ვადის გასვლისთანავე

 

როდის მიენიჭება პირს მწვანე სტატუსი?

       –  ვაქცინაციის მეორე დოზის ჩატარების შემდეგ

–  ტესტირების განმახორციელებელი დაწესებულების მიერ PCR და ანტიგენის სწრაფი ტესტის ნეგატიური პასუხის ერთიან მონაცემთა სისტემაში ატვირთვის შემდეგ

       –  კოვიდის ოფიციალურად დადასტურებიდან 14 დღის შემდეგ

 

შენიშვნა: თუ პირი იტარებს PCR და ანტიგენის სწრაფი ტესტს მან აუცილებლად უნდა მოსთხოვოს ტესტის ჩამტარებელ დაწესებულებას მონაცემთა ბაზაში ატვირთვის დამადასტურებელი QR კოდიანი საბუთი. ეს საბუთი მას გამოადგება მატერიალური სახითაც და ნიშნავს, რომ აპლიკაციაში მონაცემები განახლებულია.

 

რა არის მწვანე პასპორტი?

–    „CovidPass“ Georgia – აპლიკაციაში რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)

      –  covidpass.moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით მიღებული QR კოდი (ან)

–   საქართველოში ვაქცინაციის ცენტრებში, კლინიკებსა და იუსტიციის სახლებში დაბეჭდილი დოკუმენტის (კოვიდ ბარათი) QR კოდით (ან)

–   ევროკავშირის წევრი და  “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებული სხვა ქვეყნების ოფიციალური უწყების მიერ დაბეჭდილი დოკუმენტის QR კოდით ან ელექტრონულად მინიჭებული QR კოდი

 

 „CovidPass“ Georgia -ის აპლიკაცია ხელმისაწვდომია:

 App store-სა და Google store-ზე

 

შენიშვნა: საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეებსრომლებსაც ვაქცინაცია ან ტესტი ჩატარებული აქვთ საზღვარგარეთ (არა “EU Digital COVID Certificate” სისტემაში ინტეგრირებულქვეყნებშიმწვანე სტატუსის მიღება შეუძლიათ მხოლოდ საზღვრის კვეთის შემდეგ (მნიშვნელობა არ აქვს როდის გადმოკვეთა საზღვარი„CovidPass“ Georgia – აპლიკაციაში ან covidpass.moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის გზით (ვალიდაციის კოდი შეეძლებათ მიიღონ ქართულ მობილურის ნომერზე ან  ელექტრონულ ფოსტაზე). აუცილებელია პირმა რეგისტრაციის დროს გამოიყენოს ის დოკუმენტირომლითაც შემოვიდა ქვეყანაში.

 

უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელთაც ვაქცინაცია საქართველოში აქვთ ჩატარებული, აპლიკაციებზე (Georgia e-Health; CovidPass Georgia) ან covidpass.moh.gov.ge – საიტზე რეგისტრაციის დროს, აუცილებელია გამოიყენონ იგივე დოკუმენტი, რომლითაც ჩაიტარეს ვაქცინაცია.

 

როგორ მოვახდინოთ მწვანე პასპორტის ვალიდაცია?

       –  „CovidPass Georgia“ აპლიკაციის QR წამკითხველით ან

       –   covidpass.moh.gov.ge QR წამკითხველით

 

CovidPass Georgia“ აპლიკაციის QR წამკითხველის გამოყენებისვის საჭიროა მხოლოდ აპლიკაციის გადმოწერა დამატებითი მონაცემების შეყვანა საჭირო არ არის

 

რა ინფორმაციას იღებს ვალიდატორი QR კოდის წაკითხვისას?

   –  პიროვნების ფოტოსურათს (თუ ის საქართველოს მოქალაქეა) და სახელისა და გვარის ინიციალებს

     –     აკმაყოფილებს თუ არა პიროვნება მწვანე სტატუსს

  – რა ვადით აქვს პირს მინიჭებული მწვანე სტატუსი (ტესტის შემთხვევაში წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია როდის ეწურება პირს მწვანე სტატუსი)

 შენიშვნა: covidpass.moh.gov.ge საიტი და „CovidPass Georgia“ აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს და გამართულ ფუნქციონირებას დაიწყებს 1 დეკემბრიდან

 

გაეცანით: სხვადასხვა ქვეყანაში პანდემიის პერიოდში საქართველოს მოქალაქეების შესვლის პირობები

 

ვის დავუკავშირდეთ ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში?

       –  144 – მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი

       –  1505 – ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი

       –  1522 -ვაქცინაცის ცხელი ხაზი

       – 0800800909 – სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცხელი ხაზი

       –  ელექტრონული ფოსტა: appsupport@ita.gov.ge

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...