ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
4.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოასაჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი...

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი შექმნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მრავალფუნქციური ინტერაქტიული რუკების ვებგვერდი Maps.gov.ge შექმნა.

ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გაიმართა.

ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, მისი მოადგილეები, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და ვებგვერდზე მომუშავე სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მრავალფუნქციური ვებგვერდის საშუალებით მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ პირადი ნომრით, უძრავი ქონების საკადასტრო კოდით ან უძრავი ქონების მისამართით მოიძიონ მათთვის სასურველი ინფორმაცია. ვებგვერდზე ასევე შესაძლებელია სივრცის გაზიარება, რუკებზე ადგილმდებარეობის განსაზღვრა, ობიექტებს შორის მანძილის და ფართობის გაზომვა და რუკის მართვის სხვა ინსტრუმენტების გამოყენება.

თემატურად დაყოფილი ინტერაქტიული რუკების საშუალებით მოქალაქეები მარტივად შეძლებენ გეოგრაფიული მონაცემები, განახლებული ორთოფოტოგეგმები და მრავალფეროვანი ტოპოგრაფიული მონაცემები იპოვონ.

ვებგვერდი ორენოვანია და სრულად თავსებადია მობილურ მოწყობილობებთან, პლანშეტებთან და სხვა ოპერაციულ სისტემებთან.

ღონისძიების დასასრულს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტზე მომუშავე თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

საკურა – დეკორატიული ალუბლის გვარის მერქნიანი მცენარე იაპონიის ეროვნული ყვავილია

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი - 🍒 საკურაზე მოგიყვებათ 🔍 ☑️...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ელისო კილაძე: “მიშას ბანერი გაწიეთ” – გოგო-ბიჭებს მინდა მხოლოდ ერთი რამ შევახსენო

31 მარტის აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ბანერთან დაკავშირებით გამოთქმულ უკმაყოფილებას...

“ივანიშვილი წლებია ერთი და იგივე სვლებით მოძრაობს – მისი ბუტკის მთავრობაში თავისი სანდო კადრი...

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა...

“ვისაც აღარ ახსოვს, შეგახსენებთ რომ, მან მოაწყო ამბოხი და ერთხანს თავი შეაფარა სეპარატისტებს აფხაზეთში,...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საგამოძიებო კომისიაზე ემზარ კვიციანის...