spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე: მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული...

ირაკლი კობახიძე: მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩვენები საქართველოში და მომდევნო 2024 წლის საპარლამენტო არჩვენები ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაფასა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე თავის გამოსვლაში და განაცხადა, რომ 30 ოქტომბერს დასრულდა არა მხოლოდ თვითმმართველობის არჩევნები, არამედ დასრულდა ერთწლიანი ძალიან რთული პოლიტიკური პროცესიც:

ამ წლის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამაც და ჩვენც ბევრი სირთულე გამოვიარეთ, ეს იყო პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ეს იყო 6 თვიანი ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოტაჟი, პოლიტიკური შანტაჟი და ამ ფონზე ციხიდან გაშვებული ორი დამნაშავე. ასევე პრემიერ-მინისტრის მხრიდან ღალატი ქვეყნისა და ჩვენი გუნდისთვის ყველაზე კრიტიკულ მომენტში, რისი ლოგიკური გაგრძელებაც იყო მის მიერ პარტიის შექმნა და არჩევნებში მონაწილეობა.

ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ დამაჯერებლად მოვიგეთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ასევე მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმიც და 47%-იანი მაჩვენებლით პრაქტიკულად გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩვენების შედეგი. ამ შედეგმა არა მხოლოდ კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის ნდობა „ქართული ოცნებისადმი“ არამედ დაამტკიცა, რომ ექვსთვიანი საუბარი საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაზე სრული ფარსი და სიცრუე იყო,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო დამკვირვებლებს, განსაკუთრებით ეუთო – ოდირის მისიას არჩვენებზე დაკვირვებისთვის და დადებითი შეფასებისთვის:

ამ არჩვენების ყველაზე პრობლემური მხარე, რასაც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აღნიშნავდა, პოლარიზაციის ძალზე მაღალი ხარისხი და უკიდურესად პოლარიზებული მედია გარემო იყო. ჩვენი ვალია ეს ვითარება მომდევნო არჩვენებამდე თვისებრივად შევცვალოთ. მჯერა, რომ ეს იყო ბოლო პოლარიზებული არჩვენები საქართველოში და მომდევნო 2024 წლის საპარლმენტო არჩვენები ბევრად უფრო ჯანსაღ გარემოში, საარჩვენო პროგრამების გარშემო აგებული ჯანსაღი პოლიტიკური დებატების ფონზე ჩატარდება“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახლა, როდესაც არჩევნები დასრულდა უნდა გადაერთონ იმ საკითხებზე მსჯელობაზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი, ეს არის ეკონომიკური განვითარება, სოციალური პოლიტიკა, ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, ახალგაზრდობის საკითხები, საგარეო პოლიტიკა:

შემდეგ სამ წელიწადს ექნება საკვანძო მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას და პარლამენტარს, რომელიც არ მოქმედებს ვიწრო პარტიული ინტერესების კარნახით, ვთავაზობთ აქტიურად ჩაერთონ საპარლამენტო დებატებში ყველა სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა ამომრჩეველს, რომელმაც გამოავლინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და მონაწილეობა მიიღო არჩევნებში, „მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ხალხის მიერ გამოცხადებული ნდობა გავამართლოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...