ორშაბათი, ივნისი 30, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიარჩევნებიკრწანისელებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ისეთ არჩევნებში, რომელიც...

კრწანისელებს ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ისეთ არჩევნებში, რომელიც შესაძლებელია გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში – გიორგი სიორიძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე იმ საპილოტე პროექტზე ისაუბრა, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე #4 კრწანისის საარჩევნო ოლქში განხორციელდება და რომლის ფარგლებშიც ხმის დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება:

გამომდინარე იქიდან, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებისადმი არსებობს საზოგადოების მაღალი ინტერესი და მას აქვს განსაკუთრებული პოლიტიკური კონტექსტი, ოპოზიციის და პირადად ჩემი, როგორც საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე საპარლამენტო ჯგუფის წევრის უპირატეს ამოცანას წარმოადგენდა 19 აპრილის დებულებათა იმპლემენტაციასთან ერთად, ამ არჩევნებზე ისეთი ტიპის ტექნოლოგიური ნოვაციების დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფდა კენჭისყრის პროცესზე საქვეყნო მასშტაბის ზეგავლენას და არა ამა თუ იმ ნოვაციის ეფექტურობის შემოწმებას კონკრეტულ შემთხვევებში. სამწუხაროდ ის რაც ჩვენ გვსურდა ბოლომდე ვერ იქნა განხორციელებული. ამას ჰქონდა თავის ფინანსური, ლოგისტიკური, დროის დეფიციტის და სხვა მიზეზები.

მიუხედავად იმისა, რომ ჩართულ მხარეებთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩვენ მოგვცა პლატფორმა და სხვადასხვა ტიპის ტექნოლოგია დავნერგეთ. ამ ეტაპზე მხოლოდ ვიდეოფიქსაცია არის ის, რაც მთელი ქვეყნის მასშტაბით დაინერგება და ეს არის ძალიან წინგადადგმული ნაბიჯი.

შეიძლება თამამად ითქვას, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებზე განსაკუთრებულ ფოკუსში მოექცა კრწანისის ნომერ მეოთხე საარჩევნო ოლქი, სადაც ბიულეტენების დათვლა მოხდება ელექტრონული მთვლელი მანქანების მეშვეობით.

საარჩევნო ადმინისტრაციაში შემადგენლობის განახლებისა და ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შედეგად მიმდინარეობდა ინტენსიური მოლაპარაკებები კომპანია „სმარტმატიკთან“, რომელიც გახლავთ ელექტრონული ტექნოლოგიების სფეროში წამყვანი კომპანია, რომელსაც აქვს გამოცდილება სხვადასხვა ტექნოლოგიის დანერგვისა აშშ-დან ფილიპინებამდე. შედეგად შესაძლებელი გახდა, რომ არა ერთ ან 2 უბანზე, არამედ მთლიან კრწანისის საარჩევნო ოლქში არჩევნები ჩაგვეტარებინა მოდიფიცირებულად და ბიულეტენები დაგვეთვალა ელექტრონული მთვლელების მეშვეობით“, – აღნიშნა გიორგი სიორიძემ.

გიორგი სიორიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ასევე წარადგინა იმ ბიულეტენის პროტოტიპი და შესაბამისი ჩარჩო, რომელიც 2 ოქტომბრის არჩევნებზე კრწანისის საარჩევნო ოლქში იქნება გამოყენებული. მისივე განცხადებით, დაბეჭდილია საინფორმაციო ფლაერები, სადაც დეტალურად არის დატანილი ინფორმაცია თუ როგორ უნდა მისცეს ამომრჩეველმა ხმა. მას შემდეგ რაც დაზუსტდება საბოლოოდ სიები, კრწანისის ამომრჩევლებს ამომრჩევლის ბარათებთან ერთად დაეგზავნებათ შესაბამისი საინფორმაციო ფლაერი. გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს კრწანისის 31-ვე უბანზე მონიტორებზე გაშვებული იქნება ვიდეორგოლი, სადაც დეტალურად იქნება აღწერილი ხმის მიცემის პროცედურა:

ამასთან მნიშნელოვანია, რომ ამ პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უსინათლო და მცირე მხედველობის მქონე ადამიანებს, რომელთა კონტიგენტი არის ამავე ოლქში და დღეს მიმდინარეობს ამ პროცესის პილოტირება, ხოლო ხვალ კრწანისის რაიონში, #75 სკოლის შენობაში ჩატარდება იმიტირებული არჩევნები ამ საპილოტე ვერსიისაა, სადაც გავლილი იქნება სრული პროცედურის იმიტაცია თუ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები 2 ოქტომბერს,“ – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.

დღევანდელ ბრიფინგზე გიორგი სიორიძემ კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა განიხილება საარჩევნო კაბინების კონსტრუქციის შეცვლის საკითხი:

ჩემი ინიციატივით და კომისიასთან შეთანხმებით, ასევე პოლიტიკურ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად, ჩვენ გვაქვს იდეა, რომ არსებული საარჩევნო კაბინების კონსტრუქცია შეიცვალოს, რათა უფრო მეტად გამოჩნდეს ამომრჩევლის სილუეტი იმდაგვარად, რომ ფარულობა ხმის მიცემისა იყოს გარანტირებული. აღნიშნული გამორიცხავს, ყოველ შემთხვევაში ამცირებს იმ მანკიერ პრაქტიკას, რომელიც დაკავშირებული იყო ბიულეტენების საარჩევნო უბნიდან გატანასა და შემოტანასთან. მე არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება მაგრამ ე.წ. სომხურ კარუსელებთან და აგრეთვე იმ მანკიერ პრაქტიკასთან, რომელიც დაკავშირებული იყო ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებასთან, ადამიანის ნებაზე ძალადობასთან, შანტაჟთან და ა.შ., რომლის კონტროლის მექანიზმიც გახლდათ ბიულეტენის ფოტო და ვიდეო გადაღება. ამ რისკების გამორიცხვა ბოლომდე ცხადია შეუძლებელია, თუმცა ჩვენ ვიმედოვნებთ რომ მოხდება ამის პრევენცია და მისი მინიმუმამდე დაყვანა. ამასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ხვალინდელ იმიტირებულ არჩევნებზე მოხდება ამ საარჩევნო კაბინებით ხმის მიცემა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებ ყველა ჩართულ მხარეს, პოლიტიკურ პარტიებს, მაჟორიტარ კანდიდატებს კრწანისის ოლქში, რომ მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა ამ პროცესში, რათა პროცესი გახდეს უფრო მეტად ინკლუზიური და მაქსიმალურად მოხდეს ადამიანების ინფორმირება. იმიტომ რომ ჩემი აზრით, კრწანისელებს ახლა ეძლევათ შესაძლებლობა 2 ოქტომბერს მიიღონ ისეთ არჩევნებში მონაწილეობა, რომელიც შესაძლებელია გახდეს არჩევნების მომავალი საქართველოში,“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ინფორმაციას ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

ანა წითლიძე: “ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან”

“ჩემთვის მხოლოდ პატივია, რომ რუსები მებრძვიან, ამიტომ რუსულ კომისიაზე...

“სამი წევრის ფორმატში გავაგრძელებთ მუშაობასო, ანუ – ტროიკების” – ლაშა ბუღაძე თეა წულუკიანზე

ქართველი მწერალი და დრამატურგი, ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში სტატუსს...

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში,...

“ქოცი მთლიანად და აბსოლუტურად რუსულ მატრიცაშია” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

“ჩვენ ვართ მაგრები და ჩვენი მებრძოლი სულისკვეთებით, ამ ჯოჯოებს, ამ უბადრუკ ლაქას ჩამოვიცილებთ, საქართველო...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა ,,ვივამედიდან"...

“სად არის გარანტია, რომ დღესაც ისინი “დიფ სთეითის” კარნახით არ მოქმედებენ” – გიორგი გახარია...

პარტია ,,საქართველოსთვის” თავმჯდომარე, გიორგი გახარია პარტიის პარტიის ვიდეო-პლატფორმაზე საუბრობს...

“ეს საშუალო სტატისტიკური ქოცი რატომ გოდებს მეორედ მოსვლაზე, ვერ გავიგე!😊” – ლელა ჯეჯელავა

ირანში მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებთან დაკავშირებით, ერთგვარ...

მიხეილ სააკაშვილი: “ევროპამ საბოლოოდ გაიღვიძა!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური შეფასებები გეოპოლიტიკურ სიახლეებზე: "კატასტროფული...