პარასკევი, მაისი 23, 2025
21.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით ორ ძირითად შეკითხვაზე სტრასბურგის სასამართლოს...

“ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით ორ ძირითად შეკითხვაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მოსაზრება – მგონია, რომ…” – დავით ჯანდიერი

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, დავით ჯანდიერი ამნისტიის კანონთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს აკეთებს:

ქვემოთ მოყვანილი მაქვს ამნისტიის საკითხთან დაკავშირებით ორ ძირითად შეკითხვაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით მოსაზრება. მგონია რომ:

1. თუკი ვიტყვით ზოგადი სახით, რომ ამნისტია არ უნდა შეეხოს მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევით ჩადენილ დანაშაულებს, თუკი არ არსებობს დაზარალებულის თანხმობა, ჩვენს შემთხვევაში ეს რეალურად შეიძლება შეეხოს მხოლოდ იმ მიმდინარე გამოძიებებს, რომელთა ფარგლებშიც დაზარალებულად არის ვინმე ცნობილი;

2. უფრო ფართო კონტექსტში, პროკურატურა შეიძლება შეეცადოს არ სცნოს დაზარალებულებად პირები, რათა მათი თანხმობა გახდეს საჭირო ან საერთოდაც არ გამოიძიოს ეს საქმეები თუ ეს პოლიტიკურ ინტერესში არ იქნება. ამიტომ ოპოზიციამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ამ ნაწილში დაზარალებულების თანხმობაზე მიბმა შეიძლება უბრალოდ არაეფექტური იყოს და უბრალოდ დატოვოს ეს ფანჯარა, ვინაიდან ეს უკანასკნელი პროკურატურაზე იქნება დამოკიდებული;

3. მხოლოდ სიცოცხლის ხელყოფის, წამების ან დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის მუხლების მითითება დოკუმენტის სამართლებრივი გამართულობისთვის არ მგონია მართებული. პროკურატურას არ უნდა მიეცეს ფორმალური საფუძველი გამოძიება შეწყდეს თუკი სხვა მუხლებით დაკვალიფიცირებულ ქმედებაზე იქნება საუბარი, რაც მის ხელთაა. დოკუმენტის სამართლებრივი გამართულობისთვის ამნისტია არ უნდა გავრცელდეს არც ერთ მუხლზე, რომელიც მე-2, მე-3 და მე-13 მუხლების დარღვევას განაპირობებს.

რაც შეეხება ორ ძირითად შეკითხვაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს:
დასაშვებია თუ არა იმგვარი დანაშაულების ამნისტირება, რომლებიც უკავშირდება სიცოცხლის უფლების ხელყოფას, წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას?
– ზოგადი პასუხი არის უარყოფითი. მკვლელობის ან არასათანადო მოპყრობის მიმართ ამნისტია ეწინააღმდეგება კონვენციის მე -2 და მე -3 მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფოს ვალდებულებებს, რადგან ეს ხელს შეუშლის ამგვარი ქმედებების გამოძიებას და პასუხისმგებლობის დაუსჯელობას გამოიწვევს (Abdülsamet Yaman v. Turkey, no. 32446/96, § 55, 2 November 2004; Okkalı v. Turkey, no. 52067/99, § 76, ECHR 2006-XII; and Yeşil and Sevim v. Turkey, no. 34738/04, § 38, 5 June 2007).

ამავე კონტექსტში, გირგვლიანის საქმეზე (2011 წ.), სასამართლომ მე-2 მუხლის დარღვევით ჩადენილი დანაშაულის ჩადენაში მსჯავრდებული პირების შეწყალება კონვენციასთან შეუსაბამოდ სცნო (§ 274).

2014 წელს, დიდი პალატა შეეხო ამნისტიის საკითხს და დაადასტურა, რომ მე-2 და მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენისთვის პირის ამნისტირება არ შეესაბამება სახელმწიფოს ვალდებულებულებას (საერთაშორისო სამართლის მზარდი ტენდენციაა ამგვარი ამნისტიების მიუღებლად მიჩნევა, რადგანაც შეუსაბამობაშია სახელმწიფოთა ერთხმად აღიარებულ ვალდებულებასთან, ადამიანის ძირითად უფლებათა მძიმე დარღვევებზე აწარმოონ ბრალდება და დასაჯონ. რამდენიმე საერთაშორისო სასამართლომ დაადგინა, რომ ამნისტიები დაუშვებელია, როდესაც მიმართულია ადამიანის უფლებათა მძიმე დარღვევებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩამდენ პირთა წინააღმდეგ გამოძიებისა და დასჯის თავიდან აცილებისკენ), თუმცა არ გამორიცხა (წაუმძღვარა რა სიტყვები: “თუნდაც მისაღები ყოფილიყო ამნისტიის შესაძლებლობა გარკვეულ გარემოებებში”) და დაუკავშირა იგი ორ შესაძლო პირობას – განსაკუთრებულ გარემოებებს – შერიგების პროცესს და/ან დაზარალებულის კომპენსაციის ფორმას (Marguš v. Croatia [GC], 2014, (Application no. 4455/10) § 139). “შერიგების პროცესზე” საუბრისას “გრაკვეულ გარემოებებში”, სასამართლოს 113-ე პარაგრაფში მოყვანილი პროცესის ხასიათი ჰქონდა მხედველობაში (პროცესში მონაწილე მხარეები მიიჩნევდნენ, რომ პოლიტიკის დონეზე ძლიერი საფუძვლები მხარს უჭერს ამნისტიის გავრცელების შესაძლებლობის აღიარებას, როდესაც ეს ძალადობრივი დიქტატურისგან და დაუსრულებელი კონფლიქტებიდან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა). საქმე ზოგადად უკავშირდებოდა იმას, უნდა გავრცელებულიყო თუ არა ამნისტია იმ ქმედებებზე, რომლებიც უტოლდებოდა ადამიანის ძირითადი უფლებების მძიმე დარღვევებს.

– შესაძლებელია თუ არა, რომ პრობლემა წარმოიშვას სტრასბუგის სასამართლოში, თუკი პროკურატურის მიერ არასათანადოდ დაკვალიფიკაცირებულ კონვენციურ დარღვევებთან გვექნება საქმე? ანუ პროკურატურამ წამების მუხლით კი არ დააკვალიფიცირა, არამედ მაგალითად სამოხელეო დანაშაულად (ეს პრობლემური საკითხია, ვინაიდან პროკურატურის ხელთაა დანაშაულის კვალიფიკაცია და შესაძლოა საერთოდ არ დააკვალიფიციროს სათანადოდ დანაშაული შესაბამისი პირ(ებ)ის პასუხისმგებლობისგან თავის დაღწევის მიზნით).

– პასუხი არის კი. პირველ რიგში, შიდა სამართალში ქმედების კვალიფიკაცია არ შეიძლება იყოს გადამწყვეტი კონვენციიდან გამომდინარე სახელმწიფო პასუხისმგებლობის განსაზღვრისთვის (CASE OF CHERNEGA AND OTHERS v. UKRAINE, (Application no. 74768/10) , 18 June 2019, § 129).

– მეორე მხრივ, სასამართლოს პრეცედენტული სამართალი აჩვენებს, რომ საკითხი პრობლემურია, თუკი არასწორი კვალიფიკაცია გავლენას ახდენს სასჯელის სიმკაცრეზე. ზოგადად, სასამართლო ანიჭებს ეროვნულ სასამართლოებს თავისუფლებას სანქციის შერჩევისას, მაგრამ იტოვებს უფლებას ქმედებასთან მიმართებაში დაკისრებული აშკარად არაპროპორციული სანქცია განსხვავებულად შეაფასოს (Armani Da Silva v. the United Kingdom [GC], § 285).

ამავე, სანქციის კონტექსტში არის მნიშვნელოვანი გირგვლიანის საქმეც, სასამართლომ თქვა რომ სანდრო გირგვლიანის სხეულზე მიყენებული ჭრილობების სათანადო გამოკვლევის შემთვევაში „გარკვეული შედეგები დადგებოდა, მათ შორის, დანაშაულის ჯეროვანი კვალიფიკაციის მხრივაც“ (პარ. 256). სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ ჩვეულებრივ, მის ფუნქციებში არ შედის შემოწმება იმისა, თუ რამდენად სწორედ იქნა გამოყენებული სისხლის სამართლის კანონის დებულებები სასჯელის განსაზღვრისას, ან კიდევ განსჯა იმისა, თუ რა ხარისხის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდათ აღნიშნულ სახელმწიფო მოხელეებს (პარ.270), თუმცა სასამრთლომ აღნიშნა, რომ „ბოროტმოქმედს (ბოროტმოქმედებს) რეალურად განზრახული ჰქონდა (ჰქონდათ), მოეკლა (მოეკლათ) სანდრო გირგვლიანი. ყველა ამ ფაქტზე დაყრდნობით, სასამართლომ სამწუხაროდ მიიჩნია ის გარემოება, რომ დანაშაულის კვალიფიკაციის შერჩევისას და დამნაშავეთათვის სასჯელის სახით 7-8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებისას, რომლის სასჯელის საკმარისობაც ნამდვილად საეჭვო იყო, შიდა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ისეთი აშკარად დამამძიმებელი გარემოებება, როგორიცაა სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ მსხვერპლის მიმართ სრულიად შეგნებულად ჩადენილი დამამცირებელი და განსაკუთრებით სასტიკი მოპყრობა (პარ. 272).

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

პაატა მანჯგალაძე: “მეგობრებო, რომ იცოდეთ, პროპაგანდის დონეზე ასე გამოიყურება ცხვრის ქურქში გადაცმული მგელი”

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაზე მმართველი გუნდის მოსალოდნელ...

“შეუდგნენ “საქმეს” ეს ველურები… ამათ მხოლოდ ნგრევა იციან, აშენება არა” – რომან გოცირიძე “რიყის...

ფაქტიურად მიღებულია გადაწყვეტილება, რომ "რიყის დოქების" დემონტაჟი მოხდება და...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...

“შიზოიდური ოლიგარქიული დიქტატურა ახალ რეკოდებს ამყარებს პოლიტრეპრესიათა მსოფლიო რეიტინგებში” – შალვა ნათელაშვილი

გირაოს გადაუხდელობის გამო, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის აღკვეთი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ნუ გიყვართ ადამიანების თრევა ნებისმიერი საბაბით, ყველას თავისი ფრონტის ხაზი აქვს ამ რეალობაში” –...

გირაოს გადახდა/არგადახდის თემაზე აზრთა სხვადასხვაობას თავისი პოზიციით ეხმაურება "გირჩი...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ძალიან დიდი ბოდიში სინდისის პატიმრებთან, მაგრამ მათი გადასაწყვეტი არაა აქციაზე მიშას ბანერი იქნება თუ...

საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების წერილი გავრცელდა სოციალურ ქსელებსა და...

“ვაიმე ქოცო, ვაიმე. რაღაც იმნაირს გამოგიქანებთ და გთხლიშავთ ტრამპი, ბაიდენი და დიფსთეითი მოგენატრებათ😅” –...

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებულ...