spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმედიატორებმა ვერ მოახერხეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისაღები...

მედიატორებმა ვერ მოახერხეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისაღები იქნებოდა კობახიძის გონებაში ჩაბუდებული ბიძინასთვის – ზურაბ ჯაფარიძე

“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უშედეგოდ დასრულებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით დეტალურ განმარტებებს აკეთებს:

ისევ მოლაპარაკებებზე

რადგან კვლავ ისმის ე.წ. “შუაშისტ” ამომრჩეველზე გათვლილი იაფფასიანი ტექსტები – “ორივე მხარის ბრალია”, “ორივე უპასუხისმგებლოა”, “არცერთს არ უნდა შეთანხმება” და ა.შ.
მაგალითზე ავხსნი რა მოხდა, უფრო გასაგები რომ იყოს, ისეთ თემას ავიღებ, რომელზე შეთანხმებაც შეუძლებელია, რადგან ბიძინა არასოდეს დათმობს – პროკურატურა.

ტექსტის პირველ ვერსიაში ეწერა – გენერალური პროკურორის არჩევას მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტში ოპოზიციის 1/3-მა.

რამდენადაც ვხვდები ეს იყო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ხედვიდან, რომელიც მედიატორებმა პირდაპირ ჩასვეს ტექსტში, ჩვენ ამაზე დავთანხმდით.

ტექსტის მეორე ვერსიაში ეწერა – გენერალური პროკურორის არჩევას მხარი უნდა დაუჭიროს პარლამენტში დეპუტატთა 2/3-მა.

აშკარა გაუარესება იყო. ჩვენ ეს ვთქვით. მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მივხვდით რატომ მოხდა ეს გაუარესება.

ტექსტის მესამე ვერსიაში ეწერა – გადაიხედება საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესი. მესამე ვერსიის განხილვა უკვე ერთობლივად მოხდა, ოცნებასთან ერთად, სადაც მათ დააფიქსირეს პოზიცია, რომ:
1. შოთაძე არსად არ წავა;
2. რაც არ უნდა ჩაიწეროს ამ შეთანხმების ტექსტში, ძალაში შევა შემდეგი გენ. პროკურორის არჩევის მომენტისთვის;
3. ოპოზიციის 1/3-ის მხარდაჭერის ჩადება მათთვის მიუღებელია;
4. პარლამენტის წევრების 2/3-ის მხარდაჭერაც მათთვის მიუღებელია, რადგან ეს საჭიროებს კონსტიტუციის “მუდმივ” მუხლში ცვლილების შეტანას;
5. ამიტომ თანახმა არიან მხოლოდ საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების წესის ცვლილებაზე
ანუ, არაფერზე;

ტექსტში უნდოდათ ყოფილიყო ჰაერი, სიცარიელე, რომელსაც მოგვყიდდნენ როგორც რეფორმას.

ამ დროს ჩვენთვის (ნუ ყველაზე თავს ვერ დავდებ, ზოგი ახლაც ვერ ხვდება, მაგრამ ჩემთვის ერთმნიშვნელოვნად) ნათელი გახდა, რატომ ხდებოდა ტექსტის გაუარესება:
მედიატორები ცდილობდნენ ტექსტის ისეთი ვერსიის დადებას, რომელზეც ოცნებას აღარ ექნებოდა პრეტენზია.

ვინც გაიგეთ ზემოთ რაც დავწერე გენერალურ პროკურორზე, ახლა წარმოდიგინეთ ზუსტად იგივე ყველა სხვა პუნქტთან მიმართებაში, ზუსტად იგივე! ყველა სხვა პუნქტთან მიმართებაში!
საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, სასამართლო, პოლიტპატიმრები, ხელახალი არჩევნები, ძალაუფლების დანაწილება – ყველა პუნქტთან მიმართებაში, ოცნება, ნაცვლად იმისა რომ წამოსულიყო შეთანხმების შესაძლებლობისკენ, ყოველ ჯერზე სულ უფრო შორს მიდიოდა მედიატორების მიერ შემოთავაზებული ტექსტის პირველი ვერსიიდან. მიუხედავად იმისა, რომ დარიგებულ ტექსტებს გვართმევდნენ ყოველი რაუნდის შემდეგ (რომ გარეთ არ გამოგვეტანა) – ყველა პუნქტის შინაარსის “ევოლუცია” მახსოვს ზეპირად
უკლებლივ ყველასი.

საბოლოო ჯამში მედიატორებმა დაინახეს რომ მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება კი არა, ან რთულ საკითხებზე შეთანხმების მიღწევა კი არა (ვადამდელი და პოლიტპატიმრები), ოცნება მზად არაა არანაირ კომპრომისზე შარლ მიშელის არც ერთ პუნქტთან მიმართებაში, რადგან ნებისმიერი კომპრომისი მათი გადმოსახედიდან აღიქმება როგორც უკან დახევა, სისუსტის ჩვენება – და ეს კი საფრთხეა პარტიის შიდა სტაბილურობისთვის. ამიტომ შეწყდა მოლაპარაკებები.

ოპოზიცია რას თმობდა, რა კომპრომისებზე იყო თანახმა და ა.შ. – მიუხედავად იმისა რომ ყოველ რაუნდზე ჩვენ ვაფიქსირებდით საკუთარ პოზიციას ყველა პუნქტთან მიმართებაში – აქამდე რეალურად საქმე არც მისულა.

მედიატორებმა, ტექსტის რამდენიმეჯერ მნიშვნელოვანი გაუარესების მიუხედავად ვერ მოახერხეს ისეთი ტექსტის დადება, რომელიც მისაღები იქნებოდა კობახიძის გონებაში ჩაბუდებული ბიძინასთვის. ამიტომ, კამერების ან ფბ აუდიტორიის წინ მასტურბაციას თუ თავს დავანებებთ, ოპოზიციისკენ ხელის გამოშვერას ამ სიტუაციაში სულ რამდენიმე ახსნა აქვს:
ან საერთოდ არ გესმის რა მოხდა;
ან პარლამენტში შესვლის სურვილით ან სხვა მიზეზით ძალით იბრმავებ თავს.
ორივე შემთხვევაში დედამიწა შენს გარშემო ტრიალებს,” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ჯაფარიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბიძინათქვენს ისე ეზიზღებით მთელი საქოცეთი, მგონი მე არ მეზიზღებით ეგრე🤡” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ გუნდში მიმდინარე/მოსალოდნელ...

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“გაძვირება არის ტყუილი იმიტომ, რომ, პირიქით, შენელებულია ინფლაციური პროცესები” – ირაკლი კობახიძე

მედიასთან კომენტარეში, მთავრობის მეთაურმა, ირაკლი კობახიძემ, სურსათის გაძვირებასთან დაკავშირებით,...

“მე ადამიანებისთვის ცხოვრების შემსუბუქება მიმაჩნია პირველად ამოცანად, ფასების დაწევა და საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად შემცირება...

გაჟღერებულ მოთხოვნებს, იმპორტირებული პროდუქტების დაბეგვრასთან დაკავშირებით, რათა ადგილობრივი პროდუქტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...