ყოფილ პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებულ კონკრეტულ ფაქტებთან მიმართებაში საუბრობს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე:
“ხვდებით ხო რას ნიშნავს გოგაშვილის ფრაზა კვირიკაშვილზე – მეუბნებოდა, არასწორ ვერსიას ავითარებო?
რომელი კანონით, რომელი მუხლით განიხილავდა პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი გოგაშვილთან ერთად გამოძიების მასალებს და ვერსიებს?!
გაირკვა რომ გიორგი მამალაძე არც პატრიარქს კლავდა და არც შორენას, ხვალ ორშაბათია, სოსო გოგაშვილს დილით გამოკითხვაზე იბარებთ?!
p.s. კვირიკაშვილის მოსასვენებელ ოთახში გადაწყდა ჩემი შვილის დაჭერაც, სპეცთათბირის ყველა მონაწილის ვინაობა ვიცი და ჩანაწერიც მოსმენილი მაქვს,” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

