spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიდაუმორჩილებლობის აქციები აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში...

დაუმორჩილებლობის აქციები აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში – მიხეილ სააკაშვილი

დაუმორჩილებლობის აქციას ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი და მიაჩნია, რომ იგი უფრო დიდი მასშტაბით უნდა განხორციელდეს – არ მოხდეს ჯარიმების გადახდა, შეზღუდვების და რეგულაციების შესრულება, თუ ხელისუფლება არ იცავს მათ:

გუშინწინდელი დაუმორჩილებლობის აქციები არის პირველი მერცხალი იმისა, რაც აუცილებლად დიდი მასშტაბით არის გასაკეთებელი საქართველოში.
იმიტომ, რომ თუ ჩვენ მომავალშიც შევიქმნით ილუზიას, რომ საქართველოში ჯერ კიდევ არსებობს სახელმწიფო, სახელმწიფო ინსტიტუტები, კანონი და ამ კანონებს და სახელმწიფოს უნდა დავემორჩილოთ ჩვენ, თავსაც ვიტყუებთ და პრაქტიკულად ხელს ვუწყობთ ივანიშვილს ჩვენი სახელმწიფოს ბოლომდე დასამარებაში.

ყველამ ერთად უნდა ვთქვათ, რომ ამ “სახელმწიფოს” მიმართ, ნებისმიერი დაუმორჩილებლობის აქტი, რა თქმა უნდა ცივილიზებულობის ფარგლებში ისე, რომ არავის სხვა მოქალაქეებს არ შევუქმნათ პრობლემები, არის ჩვენი არამხოლოდ უფლება, არამედ, მოვალეობა თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს მომავალი ჩვენთვის და ჩვენი ბავშვებისთვის – გვინდა მომავალი?

ჩვენ უნდა შევაგუოთ ისინი რომ არ გადავიხდით ჯარიმებს, უნდა შევაგუოთ ისინი, რომ არ შევასრულებთ შეზღუდვებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ გადავიხდით მათ ჯარიმებს, რომელსაც თავის თავს არ უწერენ. ჩვენ არ შევასრულებთ მათ რეგულაციებს, რომელსაც თვითონ არ იცავენ. ჩვენ არ დავემორჩილებით მათ სასამართლოებს, რომელიც მხოლოდ მათ სასარგებლოდ განსჯიან. ჩვენ არ შეგვეშინდება არც მათი რეპრესიების, მათ შორის არც მათი დაჭერების, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ სულ უფრო ბევრი და ყველას ნამდვილად ვერ დაიჭერენ და ყველას ვერ დაარეპრესიებენ – ჩვენ ასე გადავტეხავთ ხერხემალში მათ სისტემას, რომელიც ეფუძნება სრულ უკანონობას და ნამდვილ ყაჩაღობას!

როდესაც მოსამართლის მანტიაში არის გახვეული ყაჩაღი და როდესაც პროკურატურა დაპყრობილი აქვს ბოტასების ქურდს და ინსტრუქციას იღებს 90-იანი წლების იმერეთის მაფიის მთავარი მოლარისგან (ივანიშვილისგან), ჩვენი შეცდომა იქნება ამათ ცხვარივით თავი დავუღუნოთ და ვაღიაროთ მათი სამართალი. სამართალი საქართველოში იქნება ნამდვილი, როდესაც ესენი აღარ იქნებიან მოსამართლის კაბინეტებში და როდესაც ინსტრუქციას აღარ მიიღებენ ოლიგარქის სხვადასხვა ბუნკერიდან,” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი – 28 აპრილი 2026 წელი, თბილისი

⛪ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომის ოქმი ➡️ 28 აპრილი,...

“ბოლოს ხშირად ვფიქრობ სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ფანატიზმს შორის და მხოლოდ განათლებაზე” –...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა, სერბეთის პატრიარქის შესახებ საუბრობს, დაუკონკრეტებელი მინიშნებებით: "სერბეთის...

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, გამოეთრიეთ და თქვით რაზე ვაჭრობთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით” – ნინო ჯანგირაშვილი

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ცალკეული ექსპერტების მიერ გაკეთებულ...

“ყველაზე დიდი საცოდაობა ის არის, რომ ივანიშვილი ცდილობს კობახიძის გაგდება დასავლეთში გაყიდოს” – ნინო...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის ნინო ჯანგირაშვილის ირონიულ-სკანდალური ვარაუდები მმართველ...

“ეს დღევანდელი სურათია… ასე ემშვიდობება ყველაფერჩიკობას!!!” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში მძიმე შეფასებებს აკეთებს...

“ეროვნული ბანკი მორიგ სკანდალში ეხვევა…” – რომან გოცირიძე

შეძენასთან დაკავშირებით შექმნილ რეალობაზე საუბრობს და სკანდალზე აკეთებს მინიშნებას...

“რაც ფასების კომისია შეიქმნა, ყველაფერი გაძვირდა” – რომან გოცირიძე

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...