spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბრავო ნიკა მელია და ეს არის სამოქალაქო ქმედება"...

“ბრავო ნიკა მელია და ეს არის სამოქალაქო ქმედება” – მიხეილ სააკაშვილი

ნიკა მელიას განცხადებას, რომ გირაოს არ გადაიხდის, ეხმიანება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მიაჩნია რომ ეს არის აბსოლუტურად სამართლიანი და შეესაბამება იმ სიტუაციას, რაც არის საქართველოში:

ნიკა მელიას განცხადება, გირაოს არ გადახდის თაობაზე და ასევე პროკურატურის ქმედებებისდამი არ დამორჩილების თაობაზე, არის აბსოლუტურად სამართლიანი
და ზუსტად შეესაბამება იმ სიტუაციას, რაც არის საქართველოში!

საქართველოში უსამართლობა – ატარებს მოსამართლის მანტიას და პროკურორის ოფისში ზის და პირდაპირ იმართება მთავარი ბოროტების წყაროს ბიძინა ივანიშვილის მიერ.
ყველა მოქალაქის ვალია – ამ პირობებში, ამ პროკურატურის, ამ პოლიციის, ამ სასამართლოს მიმართ დაუმორჩილებლობა, რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში არის პოლიტიკური ლიდერების ვალდებულება.

არ არის ეს ადვილი საქმე, მაგრამ ბევრად უფრო ძნელია უკანონობისთვის გაწოლა და დამორჩილება, იმიტომ, რომ მონობაზე უფრო საზიზღრობა აღარაფერი არ არსებობს.

მას შემდეგ რაც საქართველოში იქნება კანონიერი სასამართლო, კანონიერი პროკურატურა და პოლიცია აბსოლუტურად სხვა პრინციპებით დაკომპლექტებული და შედგენილი და იქნება კანონის უზენაესობა, მაშინ რა თქმა უნდა მოქალაქეებს გაუჩნდებათ ვალდებულება შეასრულონ კანონი.

დღეს, ზუსტად საწინააღმდეგო ვითარებაა! ბრავო ნიკა მელია და ეს არის სამოქალაქო ქმედება, ისევე როგორც ბრასლეტის მოხსნა, ისევე როგორც მაღაზიის და რესტორნების მფლობელებმა
გამოაცხადეს, რომ აღარ დაემორჩილებოდნენ აბსოლუტურად პოლიტიკურ მოტივირებულ ლოქდაუნს, სწორედ კანონის უზენაესობის და სამართლიანობის აღსადგენად გამიზნული“, – წერს მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

“ამ მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ფეხბურთი ყველასია, მაგრამ გამარჯვება დასავლეთისაა” – ზურაბ...

ფეხბურში მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატი ფართო განხილვის საგანია - მრავალმხრივი...

აჭარის მუნიციპალიტეტებში 90-ზე მეტი მზარეული გადამზადდა

ბათუმში მზარეულების გადამზადების პროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც ორთვიანი...

“ქვეყნის შიგნით ასკაციანი აქციები და ქვეყნის გარედან სანქციები – ამ ეტაპისთვის სწორედ ეს დარჩა...

"არსებობს ცნობილი გამონათქვამი: რასაც პეტრე ამბობს პავლეზე, პეტრეზე უფრო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...