spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი"...

“რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი” – ვახო სანაია

ჟურნალისტ ვახო სანაიას მიერ დახატული არსებული და მოსალოდნელი მძიმე რეალობა:

რეჟიმს უნდა აზრის ტოტალური კონტროლი.

მას სურს, ადამიანმა გონებას თვითცენზურა ჩაურთოს. ადამიანი დაფიქრდება, სანამ საჯაროდ რამეს იტყვის ან დაწერს, პროპაგანდა ამით ხომ არ ისარგებლებს. რეჟიმს უნდა, შეაშინოს, რომ გააშავებს, კონტექსტს დაუმახინჯებს, ტყუილს დააბრალებს, შესაბამისად, უნდა, ადამიანმა არ იხუმროს ან არ გააკრიტიკოს – ლიტერატურა, კინო, თეატრი, მუსიკა, სპორტი, მღვდელი, ბელადი… რაც არ უთქვამს, იმასაც მიაწერს უსინდისოდ.

ამის გაგრძელებაა, როცა ადამიანი სამსახურშიც იწყებს სიტყვების კონტროლს, სადმე მოსასმენი აპარატურა ხომ არა აქვს დაყენებული რეჟიმს. ასე კვდება შემოქმედებითი პროცესი.

ეს ამბავი აქ არ მთავრდება. ტოტალური მიყურადების გამო მსგავსი ქცევა გადადის სამზარეულოებში. ადამიანი იქაც კი იწყებს ლაპარაკის გაფილტვრას, რადგან ფიქრობს, მის მიერ გამოთქმული აზრი მისსავე წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

და ასე შემდეგ – საძინებელში, აბაზანაში და ყველგან.

ეს შობს ყველაზე დიდ საშინელებას – ადამიანში კვდება შემოქმედება. ქრება თამამი აზრი, სარკაზმი, იუმორი, კრიტიკა და რეჟიმი სულ უფრო ტოტალურ კონტროლს ამყარებს გონებაზე, ახშობს ყველაზე მთავარს – აზროვნებასა და მის ნაყოფს.

ეს ყველაზე უარესია – არც ჯარიმა, არც დაჭერა, არც გაშავება არაა ამაზე უარესი.

ამიტომ რეჟიმს თავიდანვე უნდა უთხრა, რომ არ გეშინია მისი და *ლეზე გკიდია, რადგან თუ ადამიანში თავისუფლებასა და აზროვნებას ჩაახშობ, ამას ყველაფერი ჯობია; თუ ადამიანი არ არის თამამი საკუთარ გამოხატვაში, რა აზრი აქვს მის ცხოვრებას.

ასე რომ, ადამიანმა უნდა დააპაშოლოს რეჟიმის წესები და ილაპარაკოს ის, რაც უნდა, სადაც უნდა და როგორც უნდა.

ნებისმიერმა ადამიანმა უნდა უთხრას რეჟიმს, რომ *ლეზე ჰკიდია ის; უთხრას, რომ ვერ შეაშინებს“, – წერს ვახო სანაია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“ზარი და მიმოწერა ისევ აკრძალული აქვს. დედას ხმა გამაგონეთ❗️” – მარიამ ხარშილაძე, ელისო კილაძის...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით,...

“მაგ მსჯელობიდან ფაშიზმამდე ერთი ნაბიჯია, მეგობრებო” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი კახეთში, სასტუმრო “Agarani Estate”-ში, მომხდარ ინციდენტთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...