spot_img
მთავარიეს საინტერესოააჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს

აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს

აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ტრენინგის მონაწილე გიდებმა მტირალას ეროვნულ პარკში, ცივწყაროს ტურისტული ბილიკი დალაშქრეს. ცივწყაროს 16-კილომეტრიან მარშრუტზე გიდებს საშუალება ჰქონდათ კოლხურ ტყეში ემოგზაურათ და ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას გაცნობოდნენ.

სატრენინგო პროგრამის ფარგლებში, მოლაშქრე გიდებს ტრენინგები ასევე ჩაუტარდათ საქართველოს დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, გიდის/რეინჯერის როლის, უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, ტურის დაგეგმვის, დროის მართვის, გარემოსდაცვითი ეთიკისა და ვიზიტორთა მართვის შესახებ.

გარდა თეორიული სწავლებისა, გიდები პრაქტიკული, საველე გასვლების ფარგლებში სტუმრობდნენ ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნულ პარკებს, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებს, სადაც ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ბუნებრივ რესურსებს, ტურისტულ პროდუქტების, ბილიკებს, სერვისებსა და ინფრასტრუქტურას.

მტირალას ეროვნულ პარკში ვიზიტის შემდეგ მოლაშქრე გიდები ტბიყელის ტბას დალაშქრავენ და კინტრიშის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას გაეცნობიან. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული სატრენინგო პროგრამის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. მოლაშქრე გიდების გადამზადება მაისის ბოლოს დაიწყო და ივლისის ბოლოს დასრულდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

21 ივლისს თბილისის დროით 20:40-ზე საქართველოში 3.3(Ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

“არის თუ არა ეს მიზანმიმართული საბოტაჟი? ვის ინტერესშია ხალხის გაბოროტება და სიტუაციის გამწვავება?” –...

ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა შექმნილ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას...

2026 წლის იანვარი-ივნისის პერიოდში ექსპორტირებულია 7 ათასი ტონა, 73.5 მლნ აშშ დოლარის ღირებულების თხილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით: 2026 წლის იანვარი-ივნისის...

რეაბილიტაციის პერიოდში რუსთაველის გამზირზე ტრანსპორტის გადაადგილება ოთხი თვის განმავლობაში შეიზღუდება

თბილისის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით: იწყება შოთა რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაცია....

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...