პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ხელისუფლების მხრიდან დამოკიდებულებაზე საუბრობს საკუთარი მოქალაქეების მიმართ:
“ჩვენს ქვეყანაში დაუცველები ვართ მხოლოდ ჩვენ.
როდესაც გარეშე პირი ხედავს რომ ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერ დროს დაარბიოს მიტინგი, დაიჭიროს ვინც უნდა, აჰკიდოს იარლიყი ვისზეც გაეხარდება, ნებისმიერი გამოაცხადოს მტრად, ნებისმიერ საქციელს უპოვნოს მიზეზი რომ დევნოს, დააკავოს, პატიმრობაში გაუშვას და ა.შ. გარეშე პირს, თავისდა უნებურადაც კი შეიძლება ჩამოუყალიბდეს ქცევა-დამოკიდებულება, რომ საქართველოს მოქალაქე, ეს არის პირი, რომელსაც რაც გინდა, ის უქენი, მას უფლება არ გააჩნია, არარაობაა ხელისუფლებისათვის, სიცარიელეა და ამიტომ უუფლებო არსებას არც ნება შეიძლება ჰქონდეს, არც პასუხი, არც აზრი საერთოდ.
ეს უპატივცემულობა ჩვენი ქვეყნის ადამიანის მიმართ, პირველ რიგში, მოდის იქიდან და იმისგან, ვინც მოქალაქეს სძენს ფასს, ან აუფასურებს მას.
და რადგან ჩვენ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ფასი და მნიშვნელობა არ გაგვაჩნია, მხოლოდ ფუნქცია ძალაუფლებაში მყოფი პირების მსახურება, შესაბამისად ჩნდება ჩვენს მიმართ სხვისი დამოკიდებულებაც და ქცევაც“, – წერს არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში.

