საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი, ამჟამად ემიგრაციაში მყოფი დავით ქაცარავა და მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდის მხარდამჭერებთან მიმართებით:
“ყოველდღე ამ სისხლიან, ქოც რეჟიმს გამოაქვს სასტიკი განაჩენები და ციხეში უშვებს იმ ადამიანებს, რომელთა დანაშაული მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ არ უნდათ საქართველო აღმოჩნდეს რუსეთის მონობაში, იბრძვიან უსამართლობის წინააღმდეგ.
დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ არსებობს.
რუსქოცური პროპაგანდა წარმატებით ამუშავებს სუპიხვრეპიების ტვინებს, ეფექტურად უხატავს გამოგონილ საფრთხეებს და არწმუნებს, რომ ქოცბანდა, რომელიც “საუკეთესო რუსულ ტრადიციებში” აბოლებს და მართავს ამ ქვეყანას, უალტერნატივო ძალაა.
სუპიხვრეპიებსაც აბა რა უნდათ მეტი – სუპსა ხვრეპენ და სისხლიან, სასტიკ სანახაობას ქოცები არ აკლებენ“, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

