spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებითბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ...

თბილისის მერია სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს – კახა კალაძის განმარტებები

დედაქალაქის მერია თბილისის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის, საგანმანათლებლო და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის მიზნით, არაერთ პროგრამას ახორციელებს.

ინფორმაცია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მიაწოდა.

მერია სოციალურად დაუცველი ოჯახების 18 წლამდე წევრებისთვის, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, სპორტულ სკოლებში, საცურაო აუზებზე, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და ხელოვნების სკოლებში სწავლებას აფინანსებს. აღნიშნული პროგრამებით, წელიწადში საშუალოდ 10 ათასი მოსწავლე ფინანსდება.

მოსწავლე-ახალგაზრდებს შეუძლიათ მუსიკალური და ქორეოგრაფიული მიმართულების, მხატვრული კითხვის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სახეობების და საგნობრივი წრეების არჩევა. მერია ასევე აფინანსებს ფეხბურთის, ტანვარჯიშის, ცურვის, ჭიდაობისა და სპორტის სხვა სახეობების სწავლებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდებს, სამივე პროგრამის ფარგლებში, თითო სახეობის/წრით სარგებლობის უფლება აქვთ. კერძოდ, ერთ მოსწავლეს სამი სხვადასხვა სახეობის არჩევა შეუძლია.

თბილისის მერის ინფორმაციით, მომსახურების მიღება სასწავლო დაწესებულებების, ასევე, მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ადმინისტრაციისადმი განცხადებით მიმართვის საფუძველზეა შესაძლებელი.

ინფორმაციას თბილისის მერიის პორესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“საძალაუფლებო სისასტიკეც კი კარიკატურულია ამ ქვეყანაში, თან ტირანიული და ამავდროულად სასაცილო, უცნაური სინთეზია…” –...

4 ოქტომბრის საქმეებზე დაკავებულთა პროცესებს მძიმე ემოციური შეფასებებით ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“სამარცხვინოა, პირველ რიგში, ქართველი კაცების დუმილი და კიდევ “ქოცობა” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...