spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დღესდღეობით საქართველოში არსებობს ორი ფიგურა, რომელმაც ერთგვარად კანონიკური,...

“დღესდღეობით საქართველოში არსებობს ორი ფიგურა, რომელმაც ერთგვარად კანონიკური, ნომინალურად გამაერთიანებელი სტატუსი შეიძინა” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, პოლიტოლოგ გია ნოდიას პოზიცია, შეფასებები, განმარტებები – საქართველოს ახალი ისტორიის, ბოლო 40 წლის 2 მთავარი ფიგურის დასახელებით:

დღესდღეობით საქართველოში არსებობს ორი ფიგურა, რომელმაც ერთგვარად კანონიკური, ნომინალურად გამაერთიანებელი სტატუსი შეიძინა: ზვიად გამსახურდია და ილია II. მე მგონი, არ მეშლება: ეს ორი პიროვნებაა, ვისაც ერის უმრავლესობა ბოლო 40 წლის ყველაზე დიდ ქართველებად აღიარებს.

თუ ასეა, ეს თვალსაჩინო პარადოქსია. როგორც ამ დღეებში ბევრმა გაიხსენა, სიცოცხლეში გამსახურდია და პატრიარქი დაპირისპირებული ფიგურები იყვნენ და დღესაც პატრიარქის ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები, როგორც წესი, „ზვიადისტები“ არიან.

აღსანიშნავია, როგორ შეიცვალა ზვიად გამსახურდიას იმიჯი დროთა განავლობაში. სიცოცხლეში ის არა გამაერთიანებელი, არამედ მაპოლარიზებელი ფიგურა იყო; ეს გამოიხატა როგორც მისი დამხობის ფორმაში, ისე მის შემდგომ პერიოდში, როდესაც მის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის დაპირიპირება „ერის გახლეჩის“ თვალსაჩინო გამოხატულებად იქცა.

დრომ ეს რადიკალურად შეცვალა: დღეს გამსახურდიას თითქმის არავინ აკრიტიკებს. „ზვიადისტები“ ამაყობენ პირველი პრეზიდენტის ერთგულებით, ხოლო ოდინდელი „ანტიზვიადისტები“ მაინცდამაინც არ იხსენებენ თავის იმდროინდელ პოზიციას.

პატრიარქი სხვა შემთხვევაა: მისი დასაფლავების ვიზუალმა „ერის მთლიანობის“ შთაბეჭდილება შექმნა. ძნელია უარყოფა, რომ გუშინ ილია II-ის მიმართ სახალხო სიყვარულის გულწრფელი გამოხატულება ვნახეთ.

მაგრამ პარალელურად ფეისბუქზე იწერებოდა არაერთი პოსტი, რომელიც უმძაფრესად კრიტიკული იყო მის მიმართ. მის მიერ „პუტჩის“ ფაქტობრივი მხარდაჭერა მის ყველაზე მძიმე, თუმცა არა ერთადერთ, ცოდვად ცხადდებოდა. ასე რომ, დასაფლავების კადრებმა არ უნდა შეგვაცდინოს: პატრიარქი წინააღმდეგობრივ ფიგურად დარჩება, შეიძლება უფრო მეტადაც, ვიდრე გამსახურდია.

ამას დავამატოთ ისიც, რომ ბევრი მათგანი, ვისთვისაც 1991 წელს გამსახურდია მიუღებელი იყო, შემდეგ ეკლესიის და პატრიარქის კრიტიკოსი გახდა (ხმამაღალი თუ ხმადაბალი).

ახსნას არ ვაპირებ, საზოგადოებრივი აზრის პარადოქსულობას აღვნიშნავ. და კიდევ იმას, რომ ბევრ თემაზე ლაპარაკს გავურბივართ“, – წერს გია ნოდია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“დღეს უკვე ცხადად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის” – ნიკოლოზ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...