spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბევრი ჩვენგანი გრძნობდა რომ რაღაც დიდი გვიახლოვდებოდა..." -...

“ბევრი ჩვენგანი გრძნობდა რომ რაღაც დიდი გვიახლოვდებოდა…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი 1984 წელს დაწერილ/წაკითხულ ლექსს იხსენებს და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ცალკეულ ფაქტებთან მიმართებაში:

ძალიან ძველმოდურია FB-ზე ლექსების გამოქვეყნება, მითუმეტეს როცა ამ ლექსს ნულოვანი ლიტერატურული ღირებულება აქვს, მაგრამ ეს ამბავი სხვა რამეზეა.

1984 წელს, თბილისის 51-ე საშუალო სკოლაში, მეათე კლასელები ვემზადებოდით ბოლო ზარის დარეკვისთვის. ამ ზეიმზე მაშინ წავიკითხე ეს ლექსი, რომელსაც ამასწინათ გადავხედე და სულ სხვა თვალით დავინახე.

ეს იყო უძრაობის ხანა, ცეკას პირველი მდივანი შევარდნაძე მოსკოვის საამებლად აცხადებდა, რომ საქართველოსთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა, მიმდინარეობდა ქართული ენის აქტიური შევიწროება, ეკლესიებთან კომკავშირული აქტივისტები მორიგეობდნენ და შიგნით არ გვიშვებდნენ.

სიტყვა “თავისუფლება” აკრძალული იყო და ამ ყველაფრის საპასუხოდ დავწერე ეს ლექსი, რომელიც მაშინ ჩვენი თაობის უმეტესობის საპროტესტო განწყობას გამოხატავდა.

ბევრი ჩვენგანი გრძნობდა რომ რაღაც დიდი გვიახლოვდებოდა და მართლაც ერთ წელიწადში დაიწყო ცვლილებები, კიდევ 5 წელიწადში საქართველო დამოუკიდებელი გახდა, თუმცა დღეს ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლა უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე.

და აი ახლა ასპარეზზე გამოვიდა სულ ახალი, უმაგრესი თაობა თუმცა ამ ლექსითაც დაინახავთ, რომ ჩვენი მაშინდელი განწყობები არც ისე შორსაა დღევანდელი ახალგაზრდობის სულისკვეთებისგან.

დღეს თეთრ პერანგებს
ვაწერთ კალმებით კეთილს სურვილებს
და ჩვენს იმედებს
ხვალ კი გამოვალთ სულ სხვა ალმებით
არცერთ წუთს ფუჭად არ გავიმეტებთ
ჩვენ აქ გვასწავლეს როგორ ხდებოდა
და ისტორიაც თითქოს განახლდა
ქართველებს ბრძოლა რომ ატყდებოდა
ზარების რეკვა მუდამ თან ახლდათ
რეკდნენ და თრთოდა მათ ხმაზე მტერი
ვით შეხსენება და ღაღადება
რომ უდიდესი ნიჭია ერის
პატიოსნება და თავდადება
რომ ვერაფერი შეგვირყევს რწმენას
ბავშვს თამარს, შოთას კვლავ დაარქმევენ
რომ ჩვენ ვერავინ წაგვართმევს ენას
თუ სიცოცხლესაც არ წაგვართმევენ
მტერს ელოდება მიუსავლეთი
თავისუფლებას არასდროს დავთმობთ
მზეც კვლავ ამოდის აღმოსავლეთით
და საქართველოს სხივებით ათბობს
ვადგებით ბილიკს გმირთა გათელილს
და სისხლიანი გველის დროება
წინ ვაჟკაცისთვის გზაა ნათელი
მხდალისთვის ფუჭი ამაოება
დღეს ეს ცრემლები არის ზედმეტი
ჩვენ ხომ ყველაფერს ვიწყებთ თავიდან
დროც სწრაფად გადის უკვე თერთმეტი
მთელი თერთმეტი წელი გავიდა“, – წერს მიხეილ სააკაშვილი საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მადლობა ბატონო ბიძინა, ჩვენ თუ ვერ დავინახეთ სიკეთე, ღმერთი მაღალია…” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“ნულოვანი თანაგრძნობა თქვენი ცხოვრების ფილოსოფიაა!” – ლელა ჯეჯელავა

ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის მიერ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობასთან...

“სასოწარკვეთილი ადამიანებით მანიპულირება ადვილია, ვშიშობ, რომ სწორედ ამას აკეთებენ გარკვეული პირები დიუშენის სინდრომით დაავადებულთა...

“სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი,...

“კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს, ეს შენთვის არის წარმოუდგენელი ქუჩაში დაცვის...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“იძულებული ვართ ჩვენით ავხსნათ, თუ რატომ ცვლის ერთი ქოცი პუსტა-პუსტა მეორეს ამა თუ იმ...

მმართველ გუნდში განხორციელებულ მორიგ საკადრო ცვლილებებს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული...

“ბატონო ირაკლი კობახიძე, სახელმწიფოს, საქართველოს რაიმე ვალი აქვს მდინარაძის?” – ნუკა არველაძე

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე (არა)რიტორიკული შეკითხვებით და კონკრეტული მინიშნებებით...

“ნეტა არ გადავირეოდეთ მთელი საქართველო…” – ნინო ჯანგირაშვილი

სოციალურ ქსელში პეტერ მადიართან დაკავშირებით დაფიქსირებულ განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ერთად...