spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მე არ მეშინია, რადგან როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს,...

“მე არ მეშინია, რადგან როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს, მას ძალა აქვს” – ანი ნადარეიშვილი

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ემოციურს შეფასებებს აკეთებს იმის თაობაზე, თუ რა პირობებში იმყოფება ის და მისი ოჯახი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში:

მე ვარ ადამიანი, რომლის ოჯახიც უკვე 13 წელია სისტემური რეპრესიების ქვეშ იმყოფება.

ცამეტი წელი ზეწოლის, შანტაჟის, დაშინების, უსამართლობის.

ცამეტი წელი ცდილობენ გაგვტეხონ, მაგრამ ვერ მოახერხეს.

მათ ეგონათ, რომ შიში გაგვაჩუმებდა.

მათ ეგონათ, რომ ტკივილი დაგვახევინებდა უკან, მაგრამ შეცდნენ!

არც დღეს ვნებდებით და არც ხვალ დავიხევთ უკან.

მე არ მეშინია, რადგან როდესაც ადამიანი სიმართლეს ამბობს, მას ძალა აქვს.

როდესაც ოჯახი ერთიანია, მას ვერ გატეხენ.

როდესაც ბრძოლა სამართლიანია, იგი აუცილებლად გაგრძელდება.

ჩემი ოჯახი არის ცოცხალი მაგალითი იმისა, რომ რეპრესიები ვერ ამარცხებს თავისუფლების სურვილს.

რაც უფრო გვაწვებიან, მით უფრო მტკიცედ ვდგავართ. ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას – მშვიდად, მტკიცედ და ღირსეულად და ეს ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ უსამართლობა არ დასრულდება.

პ.ს. გამომძიებლის შენიშვნა ჩემი ბრალდებულად დაკითხვის ოქმზე “არ თანამშრომლობს რუსებთან“, – წერს ანი ნადარეიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ ყველამ იცით კონსპიროლოგების საყვარელი თეორია “ოქროს მილიარდის” შესახებ…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა ლოგიკურ შეუსაბამობაზე აკეთებს მინიშნებას, "ოქროს მილიარდის"...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

ამირან გამყრელიძე: “სოლიდარობა, მხნეობა გოგის და მის ოჯახს”

ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილისთვის სასამართლოს მიერ პატიმრობის...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...