spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად და N1 პოლიტპატიმრად" -...

“ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად და N1 პოლიტპატიმრად” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში არსებულ რეალობაზე საუბრობს:

ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად და N1 პოლიტპატიმრად. საიდან ვიცი? ნუ თუნდაც იქიდან, რომ ყოველ ჯერზე მათავსებენ ყველაზე შორეულ საკანში, ყველაზე მაღალ სართულზე, დერეფნის სულ ბოლოში. საგანგებოდ ისეა მოწყობილი, რომ მზე არცერთი მხრიდან არ უდგებოდეს.

აქედან ყველაზე ბევრი სავალია ექიმამდე, ადვოკატამდე და შხაპამდე. აქ ყველაზე ბოლოს აღწევს საკვები და მაღაზიის შეკვეთები. აქ ვარ იმიტომაც, რომ ყველაზე ბოლოს ჩემს გაშვებას აპირებენ და ვინიცობაა ვინმემ განიზრახა ჩემი განთავისუფლება, უფრო ძნელად მომწვდება.

ასევე უნდა იცოდეთ, რომ ციხეზე მოდგმულია ცემენტის ქარხანა, რომელზეც არ აყენია ფილტრები და მთელი კანცეროგენური მტვერი გვეყრება ჩვენ და რუსთავის მოსახლეობას. თმები რომლებიც მოწამვლის შემდეგ ძლივს ამომივიდა, ხელახლა დამცვივდა და როგორც გავიგე, იგივე დაემართა მურთაზ ზოდელავასაც.

“სასეირნოდ” რომ ჩავყავართ, დღეში ერთხელ, ისეთ ვოლიერში, რომლებშიც ცუდ ზოოპარკში ლომები და ვეფხვები რომ ჰყავთ დამწყვდეული, იქიდან ამოვდივარ მთლიანად ცემენტის ნარჩენებში ამოგანგლული.

რაც შეეხება იმ ქოცებს, რომლებზეც ყვარყვარე გამწყრალია, ისინი იმყოფებიან ქვედა სართულებზე დერეფნის დასაწყისში. ამიტომ, როგორც მაყურებელი, ვაპირებ აქ პალაჟენიის დაყენებას, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას გალიაში ბულბულები სხედან, ყვავები კაბინეტებში ჰყავს გამომწყვდეული😊” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილი რეალობის ირონიული ინტერპრეტაცია, წარსულის ანალოგებზე, ანალიტიკოს ლელა...

“კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს” – კახა კალაძე ევროკავშირის რეზოლუციაზე

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია,...

“პროპაგანდისტული რეალობიდან გამომდინარე გთავაზობთ შეთანხმებას – ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

“ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობასა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა, სისტემა აბსურდული ბრალდებით სჯის”...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...