spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ახლა უკვე ღირსების საკითხია, თუ გავუძლებთ ამ დიად...

“ახლა უკვე ღირსების საკითხია, თუ გავუძლებთ ამ დიად გამოწვევას” – ბეჟან ჯავახია ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს

ისტორიკოსი, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ქვეყანაში შექმნილი რეალობის შეფასებას ახდენს და ოპოზიციურ პარტიებს კონკრეტულ მისიას აკისრებს:

ძალიან არ მომწონს გარკვეული პოლემიკა, რომელიც მესმის ეს ორი დღეა და ამიტომაც დავწერე:

სანამ პოლიტიკოსები ვერ გაიგებთ არსებულ პროცესს და წერთ, რომ ყოფილი ნაცებია მათ შორის ვინც ახლა პარტიებს აუქმებს და ეს გამოვიტანოთ განსასჯელად, ეტყობა არაფრით არ წასულა წინ თქვენი პოლიტიკური ხედვები…
გამოდის ამით თქვენ მართლაც უშვებთ, რომ ნაციონალების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო გაუქმებენ…

იქნებ, ცოტა გავიხედოთ უფრო შორს, ამ თქვენთვის შემოღობილი სივრციდან და გვერდით გაიხედავთ, რამდენი ქოცი გყავთ, თუნდაც ქოცურ, თუ ბოლშევიკური ნომენკლატურისგან, ან კიდევაც ვისაც შესჩივით, კარგად დააკვირდით ისიც ქოცი ხომ არ იყო?

ისევ ერთმანეთთან ანგარიშსწორება.

უახლესი ისტორიიდან რამდენი მაგალითი გვაქვს, რომ უკეთ შევიმეცნოთ ეს პროცესი…

ეს ბრძოლაა საქართველოს დამოუკიდებლობის დასაცავად, ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის აღსადგენად. და ამ პროცესში, რა სახელითაც არ იყოს, ის ვინც რუსულ პოლიტიკას ატარებს, ის ვინც იმპერიულ პოლიტიკას ემორჩილება არის მტერი, არის მოწინააღმდეგე, არის რუსი…

უნდა შევეცადოთ, ის ადამიანები და პარტიები, ვისაც ბედად ერგო ამჯერად და აღმოჩნდა სწორ მხარეს უნდა ეძებდეს ერთმანეთისკენ მიმავალ გზებს. დიდი პატივია თქვენი ხვედრი, თქვენ აღმოჩნდით რჩეულნი თავისუფლებისათვის ბრძოლის გზაზე. ახლა უკვე ღირსების საკითხია, თუ გავუძლებთ ამ დიად გამოწვევას.

ეს ქოცების მიერ გადადგმული ნაბიჯი არის ნიშანი მათი სისუსტის. ისინი იძულებულნი არიან შეასრულონ რუსული დაკვეთები, რადგანაც, ვითარცა ღორის კოლტი, ვერაფერს ხედავენ გარდა იმ სალაფავისა, რომელიც მოიპოვეს თავიანთი მონობის ხარჯზე…

ადამიანებს, რომელთაც ბოლო 13 წლის მანძილზე აქვთ დაგროვილი უკანონოდ დიდძალი ქონება, ისინი მხოლოდ ამ კრიმინალური კანონებით მოქმედებენ, მათი სამშობლოც, სამკვიდროც და სახატეც ის სრა სასახლეები და ის ოქროს ზოდები, თუ ჩემოდნებში ჩალაგებული დოლარებია, საითკენაც არის მიმართული თავიანთი გულიც და გონებაც…“, – წერს ბეჟან ჟავახია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასე მგონია, ისევ სააკაშვილია პრეზიდენტი. რატომ აშუქებთ ამ ჯალათის ყველა ამონაკვესს?” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ავტორიტარული მმართველობაა, როდესაც “უფლისწული” შემოგყავს პოლიტიკაში” – გოჩა მირცხულავა

პოლიტიკურ პროცესებში "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უმცროსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თუ ჩემი მეუღლის ელისოს პატიმრობა შევარჩიოთ ვინმეს…” – გრიგოლ ხარშილაძე

სოციალურ ქსელში გამოჩნდა პატიმრობაში მყოფ "ქრონიკა +"-ს დამფუძნებლის, ელისო...

“ლევან ხაბეიშვილი არის ნამდვილი სახალხო ლიდერი, უწესიერესი და უკომპრომისო მებრძოლი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით პოზიტიურ შეფასებებს აკეთებს...

“მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს მე-3 პრეზიდენტ...

“ალბათ როგორი ამაყია ახლა პაატა ციხეში, როცა მისი შვილი ამხელა წარმატებას აღწევს” – გიორგი...

"სტრატეგია ამაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი პაატა მანჯგალაძის შვილების...