spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პოლიტიკური ბოროტება ყოველთვის რეპრესიით, ტანკით ან ციხით არ...

“პოლიტიკური ბოროტება ყოველთვის რეპრესიით, ტანკით ან ციხით არ იწყება. ხშირად ის იწყება ტყუილით – ცრუ მოლოდინების გაჩენით…” – გოჩა მირცხულავა

ჯეიმს ჯეი კარაფანოს (“ჰერიტიჯის ფონდის“ პრეზიდენტის უფროსი მრჩევლი) ინტერვიუს კონკრეტული შეფასებებით და მძიმე მინიშნებებით ეხმაურება ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა:

ჯეიმს კარაფანოს ინტერვიუს შემდეგ მაინც უნდა მიხვდეს ყველა, ვისაც თავში რამდენიმე ნაოჭი მაინც აქვს, რა არის პოლიტიკური ბოროტება.

პოლიტიკური ბოროტება ყოველთვის რეპრესიით, ტანკით ან ციხით არ იწყება. ხშირად ის იწყება ტყუილით – ცრუ მოლოდინების გაჩენით…

მაშინ, როდესაც ერთი მხარე მუდმივად რაღაცის „დალაგების“ პროცესშია ისე, რომ ქვეყანა არასოდეს დალაგდეს, ხოლო მეორე მხარე წლებია რაღაც „მოლოდინს” ჰყიდის ისე, რომ ეს მოლოდინი არასოდეს ახდეს.

ერთნი წესრიგის იმიტაციას ქმნიან, მეორენი – გარდაუვალი სანქციების, საერთაშორისო ზეწოლის და ნათელი მომავლის.

ხალხი კი შუაში დგას და ხბოს აღტაცებით შესცქერის საკუთარ ბელადებს.

ერთნი ეუბნებიან: – „ცოტაც მოითმინეთ, ვალაგებთ“.
მეორენი – „ცოტაც მოითმინეთ, აი ახლა დაენ*რევათ“.

და ეს „ცოტაც“ უკვე წლებია გრძელდება.

სწორედ აქ იწყება პოლიტიკური ბოროტება – როდესაც პოლიტიკა რეალობის შეცვლის ნაცვლად მოლოდინების მართვის ტექნოლოგიად იქცევა. როდესაც ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას კი არა, მათი მუდმივად მართვადი არსებობის შენარჩუნებას ცდილობს. ხოლო ოპოზიცია ალტერნატივის შექმნას კი არა, მუდმივი ხვალინდელი სასწაულის გაყიდვას.

და ორივე შემთხვევაში საბოლოოდ იკარგება – სიმართლე, ადამიანი, დრო და რაც მთავარია – სახელმწიფო“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისათვის: ჯეიმს ჯეი კარაფანოს მოსაზრებით – “შეერთებული შტატები არც ხელისუფლების მხარეს დადგება და არც მის წინააღმდეგ. გულწრფელად რომ გითხრათ, ეს პრაქტიკული არჩევანიც კი არ არის, რადგან პოლიტიკური ოპოზიცია იმდენად ფრაგმენტირებული და არარეალისტურია, რომ რეალურად, შესათავაზებელი ალტერნატივაც კი არ აქვთ“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს” – კახა კალაძე ევროკავშირის რეზოლუციაზე

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია,...

“პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას გალიაში ბულბულები სხედან, ყვავები კაბინეტებში ჰყავს გამომწყვდეული😊” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილი რეალობის ირონიული ინტერპრეტაცია, წარსულის ანალოგებზე, ანალიტიკოს ლელა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს იტყვიან რომ ამ ქალაქში ერთი მაგარი კაცი ცხოვრობდა” –...

ნანუკა ჟორჟოლიანი თემურ უგულავას გარდაცვალების ფაქტს ემოციურად ეხმაურება და...