spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ - რაღაც ანალიზი გააკეთეს...

“ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ – რაღაც ანალიზი გააკეთეს და მიხვდნენ, რომ პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება სისულელე იყო” – კახა კალაძე პარტიაზე “გახარია საქართველოსთვის”

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს პარლამენტში საკუთარი მანდატების გამოყენებასთან დაკავშირებით.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, პარლამენტს ლეგიტიმაცია ქართველმა ხალხმა მიანიჭა.

რა თქმა უნდა, გახარიას პარტია ლეგიტიმაციას ვერ მისცემს პარლამენტს. მას ლეგიტიმაციას აძლევს ქართველი ხალხი, ქართველმა ხალხმა კი უკვე მისცა ლეგიტიმაცია „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“, პარლამენტს.

კონკრეტულ პარტიას რაც შეეხება, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.

ოპოზიციურ სპექტრს და იმ მოღალატე აგენტურას თუ შევხედავთ, მაინც ყველაზე ჭკვიანები ესენი გამოდგნენ – რაღაც ანალიზი, შეფასებები გააკეთეს და მიხვდნენ, რომ სისულელე იყო პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამით თვითონ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები ზიანდებოდნენ. „ქართულ ოცნებას“ და პარლამენტს ამით არაფერი დაკლებია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

“იმედს ვიტოვებ, რომ პირადი ამბიციები და ინტერესები არ აღმოჩნდება საერთო ბრძოლისთვის დამანგრეველი” – ელენე...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...