ორშაბათი, ნოემბერი 10, 2025
8.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ...

“ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება” – ამირან გამყრელიძე

,,დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ყოფილმა დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ ემოციური შეფასებები გააკეთა ცნობილი პედიატრის, აკადემიკოს გიორგი (გოგი) ჩახუნაშვილის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით და კონკრეტული რჩევა-შეთავაზებით მიმართავს ხელისუფლებას:

ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა გოგი ჩახუნაშვილს და მის ოჯახს.

გოგი ჩახუნაშვილი და ჩახუნაშვილების დინასტია საქართველოს სამედიცინო საზოგადოების გამორჩეული წევრია. მის მამასთან, ბატონ სევერიანთან წლები ერთობლივი მუშაობისა მაკავშირებს რესპუბლიკურ სავადმყოფოში. მან და მისმა მეუღლემ ორი ძალიან კარგი, გამორჩეული ექიმი აღუზარდა ჩვენს ქვეყანას, კოტე და გოგი, რომლებიც ათეული წლებია ღირსეულად და უანგაროდ ემსახურებიან საქართველოს მოსახლეობას. ასევე მათი შვილები კარგი ექიმები და მეცნიერები არიან, რომლებიც ასახელებენ თავიანთ ოჯახს ქვეყანაში და ქვეყანას მის გარეთ.

ვერ წარმომიდგენია რა უნდა გაეკეთებინა გოგის ისეთი, რომ ასეთი ფორმით, რაც გუშინ ვიხილეთ, მომხდარიყო მისი დაკავება. დარწმუნებული ვარ, სამართალი თავის გზას იპოვის!

არ შეიძლება მოსახლეობასა და სამედიცინო საზოგადოებასთან ამ ფორმით ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მეტ ჩიხში შეიყვანს ქვეყანას.

გამოსავალი მხოლოდ ერთია, თუ გვინდა სწორი გზით წავიდეთ, ურთიერთდათმობა, კონსენსუსი და შეთანხმება, უპირველეს ყოვლისა ქვეყნის საკეთილდღეოდ და ამ ნაბიჯს ყოველთვის უფრო ძლიერი დგავს და ასეთი დღეს სახელმწიფოა.

ვიმეორებ, რაც ბევრჯერ მითქვამს – უკან დახევა არ არის ყოველთვის სისუსტის ნიშანი, პირიქით ხშირად ის მეტი სიბრძნის და სტრატეგიული ხედვის საწინდარია. ამიტომ, გთხოვთ, ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებებს, თავი შევიკავოთ სიტუაციის მეტი ესკალაციისგან და ერთად მოვნახოთ ამ ჩიხიდან გამოსავალი, ის ყოველთვის არსებობს“, – წერს ამირან გამყრელიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბრძოლაც გაგრძელდება, სანქციებიც და გამარჯვებაც დადგება” – მარიკა არევაძე

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, უფლებადამცველი მარიკა არევაძე პოლიტიკური ბრძოლის...

“აი ამ პოსტის ავტორმა, ამ ხელისუფლების მეხოტბე გიორგობიანმა, რატომ არ დარეკა მისთვის სათაყვანებელ პატრულში?!”...

“ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერის, მანანა (მანჩო) გიორგობიანის მიერ დახმარების...

“50 000 ადამიანი რომ შევთანხმდეთ და კვირაში ერთხელ ვიმორიგეოთ საღამოს რუსთაველზე, უბრალოდ ვერავის ვერ...

ტელეკომპანია "კავკასია"-ს გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი თვეების განმავლობაში რუსთაველის...

“კანონის წინაშე ყველამ უნდა აგოს პასუხი – 71 წლის იქნება ეს თუ 31-ის” –...

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი რუსთაველის გამზირის გადაკეტვისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მადლობა, რომ გააკეთეთ ის, რაც სხვამ ვერ გაბედა – საქართველო ხელიდან გამოგლიჯეთ რუსულ იმპერიას…”...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...

“ახლა მინდა ვურჩიო ღარიბაშვილს, იგივე ჰაკიმ ფაშა ტრიტრის, მოერიდოს…” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 3 წლის წინანდელ ფაქტებს...

“უკვე წაქცეულ ქალს მეგობრები არ აღმოაჩნდა” – ელისო კილაძე მანჩო გიორგობიანზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართული ოცნების" აქტიური...