spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"კატეგორიულად მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ მიეცეს ელენე ხოშტარიას სრულფასოვანი, კვალიფიციური...

“კატეგორიულად მოვითხოვთ: დაუყოვნებლივ მიეცეს ელენე ხოშტარიას სრულფასოვანი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა” – “სტრატეგია აღმაშენებელი”

პარტია “სტრატეგია აღმაშენებელი” ოპოზიციონერი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

მთელი საქართველო შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რეჟიმის ტყვეობაში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას.

სრულიად აბსურდული და პოლიტიკურად მოტივირებული მიზეზებით ოთხი შვილის დედისა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ციხეში გამოკეტვა სხვა არაფერია, თუ არა რეჟიმის მხრიდან პირადი ანგარიშსწორება. ეს არის ხელისუფლების ნულოვანი თანაგრძნობის პოლიტიკის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინება.

დღეს უკვე ნათელია, რომ ამ სისასტიკეს ზღვარი აღარ აქვს. ელენე ხოშტარიას არ აძლევენ ნორმალური და სრულფასოვანი სამედიცინო მკურნალობის შესაძლებლობასაც კი, მიუხედავად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის აშკარა გაუარესებისა.

სახეზეა ჰუმანიტარული კრიზისი და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა, როდესაც პოლიტიკური დევნა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს. საპატიმრო პირობებში მისი მდგომარეობის დამძიმებაზე სრული პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.

ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ:

  • დაუყოვნებლივ მიეცეს ელენე ხოშტარიას სრულფასოვანი, კვალიფიციური და დამოუკიდებელი სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა;
  • შეწყდეს პოლიტიკური შურისძიების მიზნით ადამიანის სიცოცხლითა და ჯანმრთელობით მანიპულირება;
  • დაუყოვნებლივ გადაიდგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა თავიდან ავიცილოთ გამოუსწორებელი შედეგები.

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვა დღეს ჰუმანურობის, პასუხისმგებლობისა და ელემენტარული ადამიანურობის ტესტია. ყოველი დაკარგული დღე ზრდის რისკს, რომლის შედეგებზეც სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დაეკისრება“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ელენე ხოშტარიას ტუსაღობა ერთდროულად არის სირცხვილიც, ამორალურიც და დანაშაულიც” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა მწვავე პოზიციას აფიქსირებს “კოალიცია ცვლილებებისთვის” და...

“ამ დიქტატურის დამარცხება შესაძლებელზე მეტად ადვილია” – მიხეილ სააკაშვილი

"მოვქოქოთ ეს ბრძოლა და ჩამოვშალოთ დიქტატურა", - მიმართავს საზოგადოებას...

“ამ პოსტის დაწერა ჩემთვის ძალიან რთულია, მაგრამ შვილის სიცოცხლის გადარჩენა მაიძულებს ეს გავაკეთო” –...

შვილის სიცოცხლის გადარჩენისთვის საზოგადოებას დახმარებას სთხოვს ნანა ქვარაია: "ამ პოსტის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიშა და დემოკრატიული მმართველობა შეუთავსებელია. სასულთნოა. სასულთნოც შეიძლება მოსწონდეს ვიღაცას” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" თავმჯდომარე, ანა დოლიძე "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...