spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მესმის, რომ ბრძოლის ყიჟინის ფონზე საღი აზრი მხოლოდ...

“მესმის, რომ ბრძოლის ყიჟინის ფონზე საღი აზრი მხოლოდ “ტალახის სროლას” იმსახურებს, მაგრამ ვფიქრობ, სათქმელი მაინც უნდა ითქვას” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით, შეფასება-განმარტებებს აკეთებს 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობასა და კონკრეტულ საპროტესტო მოწოდებებთან დაკავშირებით:

მესმის, რომ ბრძოლის ყიჟინის ფონზე საღი აზრი მხოლოდ “ტალახის სროლას” იმსახურებს, მაგრამ ვფიქრობ, სათქმელი მაინც უნდა ითქვას.

თბილისის მოსახლეობის უმრავლესობას ეჯავრება კალაძე, მაგრამ რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, არც თქვენ, 4 ოქტომბრის ორგანიზატორებს გაღიარებენ ლიდერებად, ვისაც ბოლომდე გაყვებოდა.

მათ აქვთ მარტივი ამოცანა – 5 ოქტომბერს აღარ იხილონ მათთვის საძულველი “გამარჯვებული” სახე ქალაქის მერად.

თქვენ პირდებით, რომ დაიწყებთ და დაამთავრებთ… და თუ ასე არ მოხდა?!…
მინდა იცოდეთ, რომ ამ შემთხვევაში, კალაძის მომღიმარ სახეზე პასუხისმგებლობის ტვირთი თქვენზეც გადმოვა და თქვენც მასსავით საძულველი გახდებით მორიგი იმედგაცრუებისთვის.

თბილისი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავს აქტიურად თავის გაბრაზებას ხელისუფლების მისამართით, თუ თვითონ იქნება პროცესის აქტორი და არა ბრმად გაუყვება ბუნდოვან გზას. ანუ, ხალხი გამოიყენებს საკუთარ კონსტიტუციურ უფლებას, მისცემს ხმას კალაძის მოშორებას და ხელისუფალი მორიგ ჯერზე იძალადებს მის არჩევანზე.

ეს არა მხოლოდ ხალხს გააბრაზებს და ჩართავს აქტიურ პროტესტში, არამედ, გაგაერთიანებთ თქვენც, არჩევნებში მონაწილე და ბოიკოტში მყოფ პარტიებს პროტესტში.

მხოლოდ ასეთი ერთიანობის შემთხვევაში არის შესაძლებელი ლიდერთა ჯგუფის ფორმირება. შესაბამისად, შედეგის მიღება და არა მორალური პედესტალიდან ყველას ლანძღვა-გინებით, ვინც არ გეთანხმებათ იმ გეგმებში, რომლის ფინალზეც თვითონვე არა გაქვთ წარმოდგენა და თვალდახუჭული მიექანებით“, – აცხადებს გია ხუხაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სადაც არის მშვიდობა და სიმართლე, იქ არის აუცილებლად სიხარული სულიწმინდაში. აი, ეს სამი არის...

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის...

“პირდაპირი მნიშვნელობით ბიძინას გალიაში ბულბულები სხედან, ყვავები კაბინეტებში ჰყავს გამომწყვდეული😊” – ლელა ჯეჯელავა

ქვეყანაში შექმნილი რეალობის ირონიული ინტერპრეტაცია, წარსულის ანალოგებზე, ანალიტიკოს ლელა...

“ადამიანს, რომელმაც მთელი ცხოვრება ბავშვების მკურნალობასა და ქვეყნის სიყვარულს მიუძღვნა, სისტემა აბსურდული ბრალდებით სჯის”...

"ოპოზიციის ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი, "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინც არ უნდა გახდეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უკრაინისადმი დამოკიდებულება არ შეიცვლება. ასეთი ჯანსაღია ამ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, რომან გოცირიძე დიდ ბრიტანეთში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას...

“ეს საქმე მთლიანად აგებულია სიცრუეზე და ღალატზე! ორპირობაზე და ზურგში დანის ჩარტყმაზე” – დათო...

გლდანის საპატიმროდან "ბაციონალური მოძრაობის" წევრის დათო დიღმელაშვილის მიერ გამოგზავნილი...

“დამყარდა კარგა ხანია საქართველოში რუსულ-ბელარუსული დიქტატურა, თუმცა მოსახლეობაში ამის მკაფიო, სრულად მომცველი აღქმა არ...

საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებს ეხმაურება ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას”...

“ვისაც გაინტერესებთ, მე და თიკა ახლო მეგობრებად ვრჩებით…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განსაკუთრებით პოზიტიური პოზიცია-შეფასებები თინა ბოკუჩავასთან დაკავშირებით, კონკრეტული...